მან კარტოფილი 2 ნაწილად გაჭრა, რადგან 30 წუთის შემდეგ სუფრაზე საოცარი კერძი მოერთმია.

მან კარტოფილი 2 ნაწილად  გაჭრა, რადგან 30 წუთის შემდეგ სუფრაზე საოცარი კერძი მოერთმია.
იდეაში, ჟულიენი-ეს არის პროდუქტების დაჭრის, ერთ-ერთი მეთოდი. ჩვენი გაგებით - პოპულარული და არაჩვეულებრივად გემრიელი საჭმელი, ზოგიერთისათვის იწვევს მსუბუქ გაუგებრობას: ამოღრუტნა კოვზით კარტოფილის გული, მერე რა?
მან კარტოფილი 2 ნაწილად  გაჭრა, რადგან 30 წუთის შემდეგ სუფრაზე საოცარი კერძი მოერთმია.

FPAPARAZZI-ს რედაქცია გთავაზობთ გენიალურ გადაწყვეტილებას - თუ როგორ მოვამზადოთ წვნიანი და არომატული სოკოს ჟულიენი საკვებად გამოსადეგ კარტოფილის კალათებში, პირდაპირ გეტყვით რომ ეს კერძი დიეტური საკვები არ არის, მაგრამ უგემრიელესია

სოკოთი გამომცხვარი კარტოფილი


ინგრედიენტები
  • 4 დიდი კარტოფილი
  • 400 გრ ქამა სოკო
  • 1 ხახვი
  • 100გრ. კარაქი ½ სადილის კოვზი ფქვილი
  • 250 მლ. ნაკლებად ცხიმიანი ნაღები
  • 100გრ მაგარი ყველი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით



მომზადების წესი
  1. კარტოფილის ტუბერი კარგად გარეცხე ჯაგრისით კანი არ გააცალო გაჭერი სიგრძეზე თანაბარ ნაწილებად
  2. დესრტის კოვზით ამოაფხიკე კაროფილის ნაჭრებს გულები, ისე, რომ ნავის ფორმა მიიღოს და გვერდებზე უნდა დარჩეს დაახლოებით 5მმ. ამოფხეკილი გულები შეგიძლიათ გამოიყენოთ პიურესათვის, ამ რეცეპტში ეს არ დაგჭირდებათ.

  3. მიღებული კარტოფილის ფორმები, ჩაალაგეთ ცივ წყალში, რომ არ გაშავდეს

  4. დაბალ ცეცხლზე დაადნე კარაქი, და მოშუშე თხლად დაჭრილი სოკო 5-7 წუთის განმავლობაში. დაუმატე წვრილად დაჭრილი ხახვი, მოშუშე სოკოსთან ერთად კიდევ 7 წუთი საშუალო ცეცხლზე. მოაყარე ფქვილი და სწრაფად მოურიე, მასა უნდა შესქელდეს.
  5. ახლა დროა მოვასხათ ნაღები, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 3-4 წუთი და გადმოდგი.

  6. გადმოიღე გულამოღებული კარტოფილის ნაჭრები, დაალაგე აერღუმელის ტაფაზე, მასში ჩაალაგე სათითაოდ კარაქის პატარა ნაჭრები, ცოტა მარილი და წიწაკა. შეავსე სოკოს გულსართით და შედგი გამოსაცხობად 15 წუთით 180-200 გრადუსზე.

  7. მოაყარე ზემოდან გახეხილი ყველი და შედგი აერღუმელში კიდევ 15 წუთი.


ყველის ოქროსფერი, დაბრაწული ქერქი ძალიან მადისაღმძვრელია, სრული აღფრთოვანებისათვის საჭიროა ზემოდან წითელი წიწაკის მოყრა... თქვენი მცდელობა ნამდვილად დაფასდება.

ამ არაჩვეულებრივ კულინარიულ გადაწყვეტილებაზე უნდა იცოდეს ბევრმა ადამიანმა, გაუზიარეთ იგი მეგობრებს. გემრიელად მიირთვით!