რატომ არ ყვავილობს ანთურიუმი? - ანთურიუმის აყვავებისთვის საჭირო პირობები
ანთურიუმი უჩვეულო ლამაზი ტროპიკული მცენარეა, რომელიც სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ტროპიკულ რეგიონებში მდებარეობს. მას განსაკუთრებული ზრუნვა სჭირდება. პრეტენზიული ბუნების გამო დამწყებ მებაღეებს მათი სრულად განვითარება და აყვავება უჭირთ. ზოგიერთ ანთურიუმს ჯიუტად არ სურს აყვავება. ეს მშვენიერი პერიოდი რომ დადგეს, აუცილებელია ეგზოტიკური კულტურების ინდივიდუალურ მახასიათებლებს გაეცნო და მოთმინება იქონიოთ.
ანთურიუმის 800-მდე სხვადასხვა სახება და ჯიში არსებობს. ყველაზე პოპულარულია ანთურიუმი შერცერა და ანდრე. ყველა სახეობა თავისი ორიგინალური ფორმითა და შეფერილობით, სხვადასხვა ფერის დიდი ფოთლებით გვხიბლავს. სათანადო მოვლის პირობებში, ანთურიუმის ყვავილობა რამდენიმე თვის განმავლობაში გრძელდება. მის ლამაზ ყვავილებს თაიგულის გასაკეთებლად იყენებენ, რადგან შეუძლიათ თავისი დეკორატიული თვისებები მოჭრიდან ერთი თვის განმავლობაში შეინარჩუნონ.
ანთურიუმის მოვლის თავისებურებები
ბუნებრივ პირობებში როგორც ხმელეთის მცენარე ისე იზრდება. უპირატესობას დიდ დიფუზურ განათებას ანიჭებს, ერიდება მზის პირდაპირ დასხივებას. ნიადაგი უნდა იყოს მსუბუქი და ფხვიერი, წყალს და ჰაერს კარგად უნდა ღებულობდეს და ყველა საჭირო და სასარგებლო ნუტრიენტებს უნდა შეიცავდეს. მომავალი ყვავილობა დამოკიდებულია ტემპერატურის რეჟიმზე. ოთახში ტემპერატურა 18-20 გრადუსს არ უნდა აღემატებოდეს. ოთახის ტენიანობის შესანარჩუნებლად სპრეით ხშირად დაატენიანეთ და ფოთლები კარგად გაწმინდეთ.
მცენარეები პლასტმასის ქოთანში გაზარდეთ, რადგან კერამიკისგან განსხვავებით პლასტმასის დახმარებით ნიადაგის ტემპერატურას ჰაერის ტემპერატუსთან მიახლოებული იქნება. ასე ანთურიუმის ზრდისა და განვითარების პროცესი მნიშვნელოვნად გაიზრდება.