სელის ბალზამი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია...

სელის ბალზამი ჯანმრთელობისთვის შეუცვლელია...
დაავადებას ჯობს წინ აღუდგე, ვიდრე უმკურნალო - ეს სამყაროსათვის ძველი ჭეშმარიტებაა, რომელსაც, სამწუხაროდ, გვიან ვხვდებით, მაგრამ ისიც ხომ უთქვამთ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო... ასე რომ, როცა ჯანმრთელობა საკმაოდ შემერყა, მეც დავადექი ჭეშმარიტების გზას და საკუთარ თავზე ზრუნვა დავიწყე.

რამდენიმე წელიწადში ხალხურმა მედიცინამ ისე გამიტაცა, იმდენი სასარგებლო რამ შევიტყვე, რომ დღეს ნაცნობ- მეგობრები და ნათესავები უკვე რჩევისთვისაც კი მაკითხავენ. უმეტესად გამაახალგაზრდავებელი და ძალ -ღონის მომგვრელი საშუალებები აინტერესებთ. გასწავლით მეტად სასარგებლო ბალზამის რეცეპტს, რომელსაც სწორედ ამგვარი ნიშან-თვისებები ახასიათებს.

  • აიღეთ 50 გრამი სელი, დაასხით 2 ლიტრი წყალი და ხარშეთ ორი საათის განმავლობაში ძალიან დაბალ ცეცხლზე. რომ გაცივდება, გადაწურეთ და წამოადუღეთ. ადუღდება თუ არა, დაუმატეთ 2 სადილის კოვზი როზმარინის ფოთოლი. დაახურეთ თავსახური და ნახევარი საათით დადგით. შემდეგ კიდევ ერთხელ გადაწურეთ. მიიღეთ ყოველდღიურად, დღეში რამდენიმეჯერ, მცირე ულუფებით. ჯამში დღეში 1 ჭიქა უნდა გამოგივიდეთ. 1 კვირის შემდეგ 7 დღით შეისვენეთ, შემდეგ მიღება განაგრძეთ.




სვით ეს ბალზამი მთელი ზამთრის განმავლობაში. დაინახავთ, გაზაფხულისთვის როგორ მომჯობინდებით და მოღონიერდებით. მისი ეფექტი პირადად მეც არაერთხელ გამომიცდია.
სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი