შინაურული ტეფტელი,(ბრინჯიანი კატლეტები წვენში) არომატული და წვნიანი საწებელით! უფრო გემრიელი, ვიდრე საყვარელი კატლეტები.

შინაურული ტეფტელი,(ბრინჯიანი კატლეტები წვენში)  არომატული და წვნიანი საწებელით!  უფრო გემრიელი,  ვიდრე საყვარელი კატლეტები.
ვეცდებით გაგახროთ თქვენ და თქვენი ახლობლები, მოამზადოთ ტეფტელი ტომატისა და არაჟნის წვენში, ისე , როგორც ბავშვობაში.- საბავშვო ბაღში ამზადებდნენ! ეს გახდება თქვენი საფირმო კერძი!
ტეფტელი ბრინჯის ფარშით


ინგრედიენტები ტეფტელისათვის

  • 500გრ ღორისა და საქონლის ხორცი
  • 0,3-0,5 სადილის კოვზი ბრინჯი
  • 1 ხახვი
  • 1 კვერცხი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით


ინგრედიენტები წვნიანისათვის ( საწებელისათვის)

  • 1 სადილის კოვზი არაჟანი
  • 1 სადილის კოვზი ფქვილი
  • 1 სადილის კოვზი ტომატის პასტა
  • 1ც დაფნის ფოთოლი
  • 1,5 ჭიქა წყალი.


მომზადების წესი

  1. კარგად გარეცხე ბრინჯი, დაასხი 1:1 ზე წყალი და მოხრშე ნახევრად. აურიე ფარშში. დაუმატე გამოფქვილი ხახვი, კვერცხი, მარილი და დაფქვილი წიწაკა

  2. აურიე ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ჯამში კარგად აანჯღრიეთ ან ჯამიდან გადმოაგდეთ და დაარტყით ფიცარს ფარში, კარგად შესქელდება და უკეთესი გამოვა

  3. ხელები დაისველეთ წყალში, გააკეთეთ ზომიერი ბურთები, ოდნავ დააბრტყელეთ, ამოავლეთ ცომში

  4. შებრაწე ტეფტელები ტაფაზე შეწითლებამდე, თავზე არ დააფაროთ, შემდეგ გადაიღე ღრმა ქვაბში

  5. ოდნავ მოშუშე ფქვილი დაუმატე ტომატის პასტა ნაწილ-ნაწილ დაასხი 1ჭიქა წყალი, კარგად მოურიე, მოაყარე მარილი, 30 წამით გააჩერე ცეცხლზე და ჩაალაგე ტეფტელები, 10 წუთი მოადუღე ტეფტელები თავდახურულ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე.

  6. ცალკე გახსენი არაჟანი ცივ წყალში, 10 წუთის გასვლის შემდეგ ჩაასხი არაჟნის სოუსი ქვაბში დააფარე თავი და ადუღე კიდევ 20 წუთი. მომზადებამდე 5 წუთით ადრე ჩააგდე შიგ დაფნის ფოთოლი.


ეს ნოყიერი ხორცისა და ბრინჯის ბურთულები უფრო გემრიელი გამოვიდა ვიდრე კატლეტი! ზუსტად ისე, როგორც საბავშვო ბაღში, შეგიძლიათ სტუმრებს მიართვათ გარნირით, ბლომად გადასხმული სოუსით. ნებისმიერ შემთხვევაში გემრიელი იქნება. . გემრიელად მიირთვით!