მან კომბოსტოს ფოთოლში გადაახვია უჩვეულო ფარში... ასეთი ტოლმა მე ჯერ არ გამისინჯავს

მან კომბოსტოს ფოთოლში გადაახვია უჩვეულო ფარში... ასეთი ტოლმა მე ჯერ არ გამისინჯავს
კომბოსტოს ფოთოლში გახვეული ქათმის ბარკლები ბრინჯით-არაჩვეულებრივი საკვებია. მადისაღმძვრელი შესახედაობა და საკვირველი გემო, თავს მოაწონებს გამოცდილ გურმანებსაც კი, მისი მომზადება უბრალო და ადვილია.

ინგრეედიენტები

  • თეთრთავა კომბოსტო 1ც
  • ქათმის ბარკლები 6ც.
  • სანელებლები ქათმისათვის 0,5 სადილის კოვზი
  • ბრინჯი 0,5 ჭიქა
  • ხახვი 1ც
  • ნიორი 4 კბილი
  • სტაფილო 1ც.
  • ბულგარული წიწაკა 1ც
  • ტომატის პასტა 70გრ
  • არაჟანი 200გრ.
  • წყალი 1ჭიქა
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • მარილი გემოვნებით
  • რეჰანი1 ჩაის კოვზი
  • პამიდორი 1ც
  • ზეთი გემოვნებით
  • მწვანილი გემოვნებით


მომზადების წესი

  1. მარილის მწიკვი დაუმატეთ სუნელებს მოაყარეთთ ბარკლებს და შებრაწეთ ზეთში
  2. გათუთქეთ კომბოსტოს ფოთლები ადუღებულ წყალში დარბილებამდე.
  3. მოხარშეთ ბრინჯი
  4. მოშუშეთ ზეთში წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი სტაფილო
  5. აურიეთ ბრინჯი დამოშუშული ხახვი სტაფილოთი
  6. კომბოსტოს ფოთოლს მოაჭერით მაგარი ღერო, დადეთ ფოთოლზე ბრინჯი, შემდეგ ბარკალი და ზემოდან ისევ ბრინჯი.
    მან კომბოსტოს ფოთოლში გადაახვია უჩვეულო ფარში... ასეთი ტოლმა მე ჯერ არ გამისინჯავს
  7. გაახვიეთ ფოთოლი კონუსისებურად და გადაიტანეთ ტაფაზე
  8. წვრილად დაჭერით ბულგარული წიწაკა და დაალაგეთ ტოლმებს შორის, ზემოდან მოაყარეთ დაჭყლეტილი ნიორი

  9. არაჟანი აურიეთ ტომატის პასტაში დაუმატეთ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, რეჰანი, შაქარი და მარილი გემოვნებით.
  10. დაასხით ეს სოუსი ტოლმას და შუშეთ დაბალ ცეცხლზე 30-40 წუთი
  11. დაჭერით პამიდორი რგოლებად დაალაგეთ ტოლმაზე და მოშუშეთ კიდევ 10 წუთი.

  12. მირთმევის წინ კერძი გაალამაზეთ მწვანილით

გაუზიარეთ ორიგინალური რეცეპტი მეგობრებს, იქნებ მათი ოჯახის წევრებს ჩვეულებრივი ტოლმა მობეზრდათ, და დიდი სიამოვნებით მიირთმევენ ახლებურად მომზადებულ კერძს