უგემრიელესი ღვეზელი კომბოსტოსა და ფარშისგან- მარტივი და გემრიელი
ეს უგემრიელესი ღვეზელი ძალიან მოგაგონებთ გემოთი ტოლმას. თუკი ეს კერძი გიყვართ, ღვეზელიც ძალიან მოგეწონებათ.
საჭირო მასალა:
საჭირო მასალა:
- კომბოსტო- 1 თავი
- პომიდორი- 300გ
- ბრინჯი- 50გ
- მწვანილი- გემოვნებით
- შავი დაფქული წიწაკა- გემოვნებით
- ღორის ხორცის ფარში- 600გ
- ბოსტნეულის ბულიონი- 200მგ
- ხახვი- 1 თავი
- ნიორი- 2 კბილი
- ქონდარი- გემოვნებით
- მარილი გემოვნებით
- პომიდორს დაასხით მდუღარე წყალი, მოაშორეთ კანი და წვრილად დაჭერით
- ხახვი დაჭერით რგოლებად, მწვანილი წვრილად, ხოლო ნიორი დაჭყლიტეთ პრესში.
- ბრინჯი აურიეთ ფარშში, დაუმატეთ სუნელები, ბოსტნეული, 100 მგ ბულიონი და მარილი. კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 20- 30 წუთით.
- კომბოსტოს ფურცლები გააცალკევეთ და მარილიან წყალში ჩაალბეთ.
- საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი, დააწყვეთ კომბოსტოს ფოთლები, შემდეგ ფარში და ასე განაგრძეთ მანამ, სანამ ინგრედიენტები არ ამოიწურება. ბოლოს კომბოსტოს ფენები უნდა დაამთხვიოთ.
- ფარშის ფენების შემდეგ ცოტა ბულიონი შეგიძლიათ მოასხათ.
- შედგით ღვეზელი 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 50 წუთის განმავლობაში.
- შემდეგ კი მორთეთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით.