ფანტასტიური გემოს დაბალკალორიული დესერტი! დიდი ხანია შევიყვარე...
ასეთი დიეტური დესერტი სხვადასხვა ვარიაციებით შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ, ლეღვი და ფინიკი თავისუფლად შეგიძლიათ შეცვალოთ გარგარის და შავი ქლიავის ჩირით, ქიშმიში, ვაშლის ჩირით და შტოშით. მსხალი შეგიძლიათ შეცვალოთ ბანანით ან კივით- მომჟავოა მაგრამ მადისაღმძვრელი...
დიეტური ტორტი
ინგრედიენტები
ინგრედიენტები კრემისათვის
მომზადების წესი
1. დააქუცმაცე შვრიის ფანტელები ბლენდერში, ვაშლი გახეხე სახეხზე, ჩირი დაჭერი ან დააქუცმაცე ბლენდერში , მაგრამ პიურესავით არ უნდა გახდეს, უნდა გამოვიდეს პატარა ნაჭრები
2. მოამზადე ბანანის პიურე აურიე ჩირებში და ფანტელებში. გამოვიდა ცომი ძირითადი ფენისათვის, მე ვუმატებ არომატისათვის ვანილს .
3. გადმოიღე მიღებული მასა ტორტი სფორმაში. ქვედა ფენისათვის გაათანაბრე ზედაპირი და შედგი მაცივარში
4. აურიე იოგურტი, ხაჭო, თაფლი, დაჭერი რბილი მწიფე მსხალი პატარა ნაწილებად ან კუბიკებად
5. გადმოიღე კრემი გამზადებულ ე.წ. ბისკვიტზე, მორთე ტორტი მსხლით და კაკლით, შედგი მაცივარში მთელი ღამით, დილით მარგებელი დესერტი მზად იქნება და შენ დაგელოდება!
ხაჭოს შეიძლება დაუმატო ყაყაჩოს თესლი, იგი მიიღებს გერმანული- ყაყაჩოთი ხაჭოს ნამცხვრის გემოს, მე ძალიამ მიყვარს ამ კერძის ვარიაცია, ზემოდან დესერტს ვაყრი კვახის თესლს: უფრო მარგებელია და არაჩვეულებრივი გემო აქვს!
ასეთი გემრიელი ნამცხვრის გემოს გასინჯვის შემდეგ, გექნება ამაღლებული სული და არ იგრძნობ დანაშაულს რომ მიირთვი აკრძალული ტკბილეული, მამაკაცებსაც არა ნაკლებ უყვართ შემოთავაზებული ტორტი. მიირთვით გემრიელად!
დიეტური ტორტი
ინგრედიენტები
- 200გრ. ვაშლი
- 180 გრ შვრიის ფანტელები
- 100 გრ ჩირი ( ლეღვი, ფინიკი და სხვ.)
- 220 გრ ბანანის პიურე
ინგრედიენტები კრემისათვის
- 500გრ უცხიმო ხაჭო
- 300 გრ იოგურტი დანამატების გარეშე
- 20 გრ თაფლი
- 150 გრ მწიფე მსხალი