თუ კანი მოგიდუნდათ, გაფერმკრთალდა და "მობერდა", ეს ნიღაბი ნამდვილად სასწაულმოქმედია!

თუ კანი მოგიდუნდათ, გაფერმკრთალდა  და "მობერდა", ეს ნიღაბი ნამდვილად სასწაულმოქმედია!
"20 წლის ასაკში ქალს აქვს ის გარეგნობა, რითაც ბუნებამ დააჯილდოვა, 30 წლისას - გარეგნობა, რასაც ცხოვრება უქმნის, ხოლო 40 წლის შემდეგ იღებს იმ სახეს, რაც დაიმსახურა", - ამბობდა დიდებული კოკო შანელი. ორმოცი წელი ქალისთვის ჯერ კიდევ ახალგაზრდული ასაკია, მაგრამ სილამაზე და მოხდენილობა, რომ შეინარჩუნოთ, დიდი ძალისხმევა გმართებთ. აუცილებელია იცოდეთ, როგორ მოუროთ თავს, როგორ და რით იკვებოთ. სილამაზის შენარჩუნების ძველებურ ხერხებსაც უნდა ეძებდეთ და თანამედროვე მიღწევებსაც იცნობდეთ.
კანი კარგად რომ გამოიყურებოდეს, საჭიროა სახის გასუფთავება, კვება, დარბილება, კანის დაცვა გარეგანი და შინაგანი მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან.

თუ კანი მოგიდუნდათ, გაფერმკრთალდა და "მობერდა" , ასეთი ნიღაბი სცადეთ:

დაგჭირდებათ:
  • ლიმონი
  • ფორთოხალი
  • სპირტი 125 მლ
  • წყალი 1 ს/კ
  • გლიცერინი 1 ჩ/კ

მომზადების და გამოყენების წესი:
კანიანად გახეხეთ ლიმონი და ფორთოხალი, აურიეთ ერთმანეთში და დაამატეთ 125 მლ სპირტი. გააჩერეთ 1 კვირა, გაწურეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წყალი და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. მიღებული ნაზავი დაიდეთ სახესა და ყელზე კვირაში 1 - 2 - ჯერ. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ გრილი წყლით. ასეთი ნიღაბი იდეალურია, როგორც შემჭკნარი, ისე ცხიმიანი კანისთვის.
სტატიის ავტორი: თინა ავალიშვილი
სტატიის წყარო:ყოველდღიური საოჯახო წიგნი