იაფად - არ ნიშნავს უარესად! თავის მოვლის იაფმა და შემოწმებულმა საშუალებებმა შესაძლოა გაგაკვირვონ.

იაფად - არ ნიშნავს უარესად! თავის მოვლის იაფმა და შემოწმებულმა საშუალებებმა შესაძლოა გაგაკვირვონ.
სილამაზის საშუალებები:

თმები:

1. პასტა "სულსენა"
ეხმარება ქერტელთან და თმების სიმკრთალესთან ბრძოლაში, ხოლო თავის ყოველდღიური დაბანის პრობლემა თავისთავად გაქრება. პასტის შემადგენლობაში მყოფი გოგირდი ამყარებს და კვებავს თმებს შიგნიდან. უბრალოდ თავადაც შეამჩნევთ, რომ თქვენი თმები უფრო გაბრწყინდნენ!
იაფად - არ ნიშნავს უარესად! თავის მოვლის იაფმა და შემოწმებულმა საშუალებებმა შესაძლოა გაგაკვირვონ.

2. თმების კონდიციონერში შეიძლება დავამატოთ ლავანდის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. შედეგი - თმები სისუფთავისგან ანათებენ არა ერთი დღე!


3. "რეპევიტი"
ამ პრეპარატის შემადგენლობაში არის მრავალი ეთერზეთი და ვიტამინი. რეპევიტი გამოირჩევა მასტიმულირებელი მოქმედებით, ამყარებს თმის ბოლქვებს, ამცირებს ქონიანობას, არიდებს გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისგან. ეს არის იაფი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალება!


4. თმებისთვის ჩინებული ნიღბის რეცეპტი ბირკავას ზეთის, თაფლისა და...კონიაკის საფუძველზე! ბირკავას ზეთის რამდენიმე წვეთი, 2 სუფრის კოვზი კონიაკი და სუფრის კოვზი თაფლი ავურიოთ კვერცხის გულთან. გავაჩეროთ ეს ნაზავი თმებზე ქუდქვეშ 30 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩამოვრეცხავთ. წყლის ნაცვლად შეიძლება გამოვიყენოთ მოხარშული ჭინჭარი ან გვირილა. თმები კი გაბრწყინდებიან!

წარბები და წამწამები

წარბებისა და წამწამების გამყარებას ეხმარებიან სხვადასხვა ზეთები: აბუსალათინის, ბირკავას, კრაზანას, გვირილას, ჭინჭრის. გირჩევთ იყიდოთ ყველა ეს ზეთი და თანმიმდევრობით გამოიყენეთ კვირაში 2-3 ჯერ. საჭირო ზეთი დაიდეთ ჯაგრისით წარბებზე ან წამწამებზე, მაგრამ არ გადაამლაშოთ რაოდენობა - ზეთმა მხოლოდ უნდა დაატენიანოს თმები.




ხელები და ფრჩხილები

1. ფრჩხილების გასამყარებლად სასარგებლოა აბაზანა ზეითუნის ზეთით. ზეთი შეაცხელეთ წყალთან ერთად და თითები ჩაუშვით 10 წუთით. ზეითუნის ზეთი - ვიტამინების, მინერალებისა და უჯერი ცხიმოვანი მჟავების ჭაა, რომელიც ეხმარება ფრჩხილების გამყარებას და არიდებს მათ განშრევებას. შედეგი - მოვლილი და აკურატული ხელები.


2. არ გადააგდოთ ყავის ნალექი! დაიდეთ ხელებზე 10-15 წუთის განმავლობაში და გაგიკვიდებათ, რამდენად რბილი და ნაზი გაგიხდებათ ისინი. ნალექი გამოიყენება, როგორც ნიღაბი.


3. სათქვეფელა ხელებისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით.
თანაბარი რაოდენობით აურიეთ გლიცერინი, 70%-იანი ეთილის სპირტი და ნიშადურის სპირტი. სუფთა ხელებზე დაიდეთ კვირაში რამდენჯერმე. შედეგი გაგახარებთ!

სახის მოვლა

1. სახის ნიღაბი ცისფერი თიხისგან.
ცხიმისგან და ჭუჭყისგან ასუფთავებს პორებს, ამცირებს სახეზე ანთებით გამოვლინებებს, ხელს უწყობს ფერისმჭამელი გამონაყარების შემცირებას, აუმჯობესებს ტონუს და კანის ტურგორს. ნიღბის გაკეთება შეიძლება და საჭიროა კვირაში 2-3 ჯერ.


2. ჩაის ხის ზეთი.
ეფექტურია როგორც სუფთა სახით, ისე სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებების გასამდიდრებლად. გამოიყენება მუწუკებისა და ფერისმჭამელი გამონაყარების სამკურნალოდ, ასევე პრობლემური და ცხიმიანი კანის მოსავლელად.


3. გარგარის (ჭერმის) კურკის ზეთი.
შეიცავს მრავალ ვიტამინებსა და მინერალებს. ჩინებულად არბილებს კანს, აქცევს მას ელასტიურს და დრეკადს.

4. სუსპენზია "ცინდოლი".
ცინკის ჟანგის საფუძველზე დამზადებული სამკურნალო პრეპარატი. ფლობს ანთებითსაწინააღმდეგო, ადსორბციის, შემკვრელ და ანტისეპტიკურ უნარებს. სხვათაშორის, ჩინებულად ებრძვის დამწვრობებს, ნაკაწრებს, ქავილს.


5. პილინქლორული კალციუმი.
სუფთა და მშრალ სახეზე დაიდეთ ქლორის კალციუმის ხსნარი. პირველი ფენის გაშრობის შემდეგ დაიდეთ მეორე. შემდეგ საპნიანი ხელებით ჩასატარებელია პილინგი და წარმოქმნილი ქერქის ჩამოშორება.

სხეულის მოვლა

1. საოჯახო ყავის ნიღაბი ეხმარება ცელიულიტისთან ბრძოლას.
ყავის ნალექს დაამატეთ ცოტა ცისფერი თიხა და წყალი, შეიძლება მინერალური. მასაჟის დროს დაიდეთ ოდნავ ნესტიან კანს. კანი გახდება უფრო გლუვი, სწორი და ნაზი!

2. ძმრით ცელიულიტისგან თავის დაღწევა.
აურიეთ ვაშლის ძმარი და წყალი პროპორციით 1:1. მიღებულ ხსნარს შეიძლება დავამატოთ ლიმონის ან როზმარინის ზეთის რამდენიმე წვეთი. ნაზავს იდებენ პრობლემატურ ადგილებში, ხოლო შემდეგ ახვევენ პოლიეთილენურ აფსკით. გირჩევთ ჩაიცვათ თბილი ტანსაცმელი ან აქტიურად იმოძრავეთ შემდეგი 1-1,5 საათის განმავლობაში. შემდეგ ნარევი წყლით უნდა მოვიშოროთ და წავისვათ დამატენიანებელი კრემი.

3. დაჭიმვებთან ეფექტურია როზმარინია და პეტიგრეინის ზეთები. მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ეთერზეთი უნდა იყოს 100%-იანი.

4. დაჭიმვებთან ბრძოლაში ასევე საუკეთესო შედეგს იძლევა მუმიეს გამოყენება.
აიღეთ 100 გრამი კრემი, რომლითაც ჩვეულებრივად სარგებლობთ, და დაამატეთ მას წინასწარ თბილ წყალში გაზავებული 5 გრამი მუმიე. დაჭიმვების საწინააღმდეგო კრემი მზად არის! კრემი დაიდეთ დღეში 1-2 ჯერ სხეულის პრობლემური უბნების 10-15 წუთიანი მასაჟის გამოყენებით. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ შედეგი გამოჩნდება წამლის ხანგძლივი გამოყენების შემდეგ.


5. შეეცადეთ უარი თქვათ საპონზე! მაგრამ ეს რჩევა პირდაპირი გაგებით არ აღიქვათ. შეეცადეთ შეამციროთ საპნის გამოყენება ბანაობის დროს. ხომ არ არის აუცილებელი მთლად საპნით შეიმოსოთ. ასეთი ექსპერიმენტი დაგეხმარებათ ქავილთან, აქერცვლასთან, კანის სიმშრალესთან ბრძოლაში.

მაგრამ არ გირჩევთ ელოდოთ მყისიერ ეფექტს. ასეთ პრეპარატებთან მანიპულაციები მოითხოვენ რეგულარულ ფამოყენებას და შემართებას.

შეინახეთ ეს სასარგებლო სია და გაუზიარეთ მეგობრებს, ისინი არ გაწბილდებიან!