„პანტენოლი“ თმების ზრდისათვის - საგრძნობი ეფექტი 2 გამოყენების შემდეგ! გჩუქნით რეცეპტს...

„პანტენოლი“ თმების ზრდისათვის - საგრძნობი ეფექტი 2 გამოყენების შემდეგ! გჩუქნით რეცეპტს...
მიჩვეული ვართ იმას, რომ ზღვაზე გამგზავრებისას „პანტენოლიც“ თან მიგვაქ. დამწვრობებისგან დაცვის უკეთეს საშუალებას ვერც კი იპოვი! შეიძლება ითქვას, რომ მოშუშების ასეთ ძლიერ ეფექტს ვერ ფლობს ვერც ერთი სააფთიაქო პრეპარატი. კანისთვის „პანტენოლის“ გამოყენებისას ცოტამ თუ იცის, რომ იგი არის ხსნა ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფი თმებისთვის.

საქმე იმაშია, რომ მოცემული სამკურნალო საშუალება შეიცავს სინთეთიკურ ვიტამინს B5, რომელიც უვლის კანის ზედაპირს, მათ შორის თმის ბოლქვებს. D-პანტენოლი გამოიყენება იმ ადამიანების სამკურნალოდ, რომლებმაც გადაიტანეს ქიმიოთერაპია. მათ თმები სწრაფად ეზრდებათ!

თავისი კონსისტენციის გამო სასიამოვნო „პანტენოლი“ თითოეულ თმას გადააფარებს თხელ აფსკს, ასაზრდოებს და ნამავს მას. ამასთან არ იქმნება თმების დამძიმების ეფექტი. თმები იძენენ მასას, სქელდებიან და სწრაფად იზრდებიან!

D-პანტენოლის გამოყენება:
  1. დაბანის შემდეგ ოდნავ ნამიან თმებს მთელს სიგრძეზე წაუსვით ქაფი და არ მოაცილოთ იგი. ეს არის საოცარი საშუალება ისეთი თმებისთვის, რომლებიც რთულად ექვემდებარება დაწყობას! ზუსტად ასევე შეიძლება თხევადი „პანტენოლის“ გამოყენება თმებისთვის.
  2. „პანტენოლი“ გამოიყენეთ, როგორც ჩვეულებრივი ქაფი თმების დასაწყობად. ეს დაგეხმარებათ არა მარტო თმის ბოლქვების გამაგრებაში, არამედ იგი გახდის თმას უფრო სწორს და დრეკადს. ის აგრეთვე დაიცავს თმას მაღალი ტემპერატურისგან შრობის დროს!
  3. პრეპარატით უმჯობესოა თმების ძირების ჩაზელვა. საოცარია, მაგრამ ასეთ დროს ერთ თვეში თმის ვარცხნილობა ძირეულად გარდაიქმნება! შედეგი აიხსნება უბრალოდ: დერმატოლოგების მიერ ნაქებ B5 პროვიტამინს თმებისთვის განკუთვნილი სპეციალური კოსმეტიკა შეიცავს სულ რაღაც 2-დან 5 პროცენტამდე მოცულობით, მაშინ როცა „პანტენოლი“ – 75 პროცენტამდე.


„პანტენოლის“ ნიღაბი თმების ზრდისათვის:

ინგრედიენტები:
  • 1 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 სუფრის კოვზი „პანტენოლი“ (საცხი, ჰელიუმი ან ქაფი)


როგორ მოვიხმაროთ:
  1. ორი სახის ზეთი და კვერცხის გული აზილეთ, შეაცხელეთ წყლის აბაზანაზე.
  2. დაამატეთ „პანტენოლი“ თბილ, მაგრამ არა ცხელ ნაზავს
  3. დაადეთ ნიღაბი სუფთა თმებს, შემოახვიეთ თმებს საკვები აფსკი ან კილიტა, თბილად შეიფუთეთ თმები
  4. 1 საათის შემდეგ ჩამოირეცხეთ ნიღაბი ჩვეულებრივი შამპუნით.


კვირაში სულ რაღაც ორჯერ ასეთი ნიღაბის მეშვეობით შთამბეჭდავ შედეგს მიიღებთ!

გაუზიარეთ მეგობრებს ეს რეცეპტი!