მან შეღებილ თმაზე ეს საშუალება წაისვა. 30 წუთის შემდეგ მიღებული შედეგით გაოცდებით!

მან შეღებილ თმაზე ეს საშუალება წაისვა. 30 წუთის შემდეგ მიღებული შედეგით გაოცდებით!
თავის კანი აქტიურად იწოვს ქიმიკატებს, რომლებიც შამპუნების, კონდენციონერების, თმის საღებავებისა და სხვადასხვა ნიღბების შემადგენლობაში შედის. განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა ჩვენს თმაზე საღებავ საშუალებებს აქვს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ალერგიასა და შეწითლებას იწვევს.

სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ თმის ნატურალური კონდენციონერების დამზადების რეცეპტს. თქვენ აღარ მოგიწევთ სხვადასხვა ხელოვნური, ქიმიკატებით გაჟღენთილი საშუალებების გამოყენება, რომლებიც ჩვენს თმასა და თავის კანს უდიდეს ზიანს აყენებს. ეს ნატურალური საშუალებები თქვენს თმას პირვანდელ სიჯანსაღესა და ბზინვარებას დაუბრუნებს!

როგორ მოვუაროთ თმას

1. კონდენციონერი ბანანით

ბანანი შეიცავს წარმოუდგენლად დიდი რაოდენობით სასარგებლო მიკროელემენტებს, რომლებიც ატენიანებს და კვებავს ჩვენს თმას. ნატურალური კონდენციონერის მისაღებად საკმარისია ერთი მწიფე ბანანის, 1 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლისა და 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთის ერთმანეთში შერევა.

მიღებული საშუალება გაინაწილეთ მთელ თმაზე შხაპის მიღების შემდეგ და გაიჩერეთ 15-20 წუთით. კონდენციონერის ჩამობანვა რეკომენდირებულია გვირილის ნაყენით.


2. ბალახეულზე დაფუძვნებული კონდენციონერი

ეს კონდენციონერი არაჩვეულებრივია მტვრევადი, მშრალი და შეღებილი თმისთვის. მის არომატსაც კი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. ამ კონდენციონერის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ნახევარი ლიტრი წყალი, 10 გრამი ლაშქარას გამომშრალი ბალახი, 5 გრამი გვირილის გამომშრალი ყვავილები, 5 გრამი გულყვითელას გამომშრალი ყვავილები და 15-20 წვეთი ღვიის ეთერზეთი.

ჩაყარეთ საშუალო ზომის ჯამში ბალახები და დაასხით მას მოცემული რაოდენობით ადუღებული წყალი. მიღბული ნაყენს მიეცით ოთახის ტემპერატურამდე გაგრილების საშუალება.

გაგრილების შემდეგ აუცილებელია ნაყენის გაფილტვრა. გაფილტრული სითხე ჩაასხით სპრეი-ბოთლში და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაამატეთ მასში 20 წვეთი ღვიის ეთერზეთი. მიღებული საშუალება შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში 2 კვირით. გამოიყენეთ თმის ეს კონდენციონერი ყოველ ჯერზე შხაპის მიღების შემდეგ. თმა უნდა გქონდეთ კარგად გამშრალებული.


3. კონდენციონერი ავოკადოსგან

ავოკადო ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი პროდუქტია, რომელიც ძალზედ ეფექტური საშუალებაა თმის დასატენიანებლად და დასარბილებლად. ამ კონდენციონერის დასამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ: ნახევარი მწიფე ავოკადო, 1 ჩაის კოვზი ხორბლის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ჟოჟობას ზეთი.

დააქუცმაცეთ ავოკადო, მოათავსეთ ბლენდერში და ჩაამატეთ თითოეული ინგრედიენტი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული საშუალება წაისვით თავის კანზე და გაინაწილეთ მთელ თმაზე შხაპის მიღების შემდეგ. გაიჩერეთ კონდენციონერი 30 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ გვირილის ნაყენით.


ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია თქვენთვის სასარგებლო და გამოსადეგარი იქნება. არ დაგავიწყდეთ სტატიის დაქალებისთვის გაზიარება!