ლავაშის ხრაშუნა რულეტი: მას ხვდებიან დიდი აღფრთოვანებით, მიირთმევენ სიამოვნებით
ბევრი დაიწერა ლავაშის გულსართის მრავალნაირ გამოყენებაზე, ეს მოცემული რეცეპტიც ძალიან საინტერესოა, დიდი შანსია , რომ თქვენ ჯერ არ შეგხვედრიათ ასეთი ინგრედიენტების კომბინაცია
ინგრედიენტები
მომზადების წესი
გარედან ხრაშუნა, შიგნიდან წვნიანი რულეტკები იდეალურია მეგობრების წრეში მისართმევად ასევე საოჯახო ვახშმისათვის, კერძი იქნება უფრო ნოყიერი თუ მას დავუმატებთ მოხარშული ქათმის ნაჭრებს, მიირთვით გემრიელად!
ინგრედიენტები
- ლავაში 1ც.
- კიტრის მწნილი 2ც
- კომბოსტო 350გრ
- ხახვი 1ც
- სტაფილო 1ც
- მაიონეზი 2-3 სადილის კოვზი
- კამა 0,5 კონა
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი ზეთი გემოვნებით
მომზადების წესი
- გაფცქვენით ხახვი, წვრილად დაჭერით, დაასხით ადუღებული წყალი, დატოვეთ ცოტა ხნით , რომ გამოუვიდეს სიმწარე, წყალი გადაუქციეთ
- კომბოსტო დაჭერით წვრილად ან გახეხეთ მსხვილ სახეხზე, აგრეთვე კიტრის მწნილი და სატაფილოც გახეხეთ
- დაქუცმაცებულ ბოსტნეულს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და მოასხით მაიონეზი გადაასწორეთ ფარში ლავაშზე, დაამრგვალეთ რულეტივით, დაჭერით მსხვილ პორციებად, დაახლოებით 5 სმ. სიგანეზე
- შებრაწეთ რულეტკები გაცხელებულ ზეთზე ორივე მხრიდან, გამზადებული რულეტები გადმოალაგეთ ლანგარზე, რომელზეც დაფენილია ქაღალდის პირსახოცი ზეთის შესაშრობად
გარედან ხრაშუნა, შიგნიდან წვნიანი რულეტკები იდეალურია მეგობრების წრეში მისართმევად ასევე საოჯახო ვახშმისათვის, კერძი იქნება უფრო ნოყიერი თუ მას დავუმატებთ მოხარშული ქათმის ნაჭრებს, მიირთვით გემრიელად!