ორაგულის რულეტები ნაღების ყველით

ორაგულის რულეტები ნაღების ყველით
fpaparazzi სადღსასწაულო სუფრისთვის შესანიშნავ იდეას გთავაზობთ! გემრიელი და ლამაზი ორაგულის რულეტები უდაოდ დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას.

საჭირო მასალა:
  • ნაკლებმარილიანი გამოყვანილი ორაგული 250 გ
  • ნაღების ყველი 250 გ
  • კიტრის მწნილი 1-2 ცალი
  • კამა 3-4 ღერი
  • სალათის ფოთლები გასაფორმებლად
  • ლიმონის წვენი
  • წითელი ხიზილალა მოსართავად


მომზადების წესი:
  1. კამა დაჭერით წმინდად.
  2. კიტრი დაჭერით პატარა კუბიკებად.
  3. ნაღების ყველში შეურიეთ კამა და დაჭრილი კიტრის მწნილი.
  4. გაშალეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და დაალაგეთ თხლად დაჭრილი თევზის ნაჭრები ერთმანეთის გვერდით და მჭიდროდ.
  5. წაუსვით ყველის გულსართი და ცელოფნის მეშვეობით ფრთხილად გადაახვიეთ რულეტად.
  6. გადაახვიეთ ცელოფანში მჭიდროდ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათით.
  7. სუფრასთან მიტანის წინ მოხსენით ცელოფანი და დაჭერით რულეტი სველი დანით.
  8. დაალაგეთ რულეტები სალათის ფოთლებზე, მორთეთ ხიზილალით, კამით და მოასხით ლიმონის წვენი.

გემრიელად მიირთვით!