როგორ უნდა გაითხევადოთ სისხლი ბუნებრივი საშუალებებით, პროთრომბინის მომატების დროს

პროთრომბინის დონის მომატებისას რეკომენდებულია წელიწადში 3-4 სამკურნალო კურსის ჩატარება თეთრი ტირიფისა და ქაფურის ქერქით: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, 10 წუთს ადუღეთ, შემდეგ 45 წუთს გააჩერეთ, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 2 სადილის კოვზი. მკურნალობის თითოეული კურსი 10 დღეს მოიცავს.
სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:
სისხლის გათხევადებისათვის რეკომენდებულია:
- დიდი ოდენობის სითხე (წყალი, მინერალური წყალი, წვენი, წვნიანი). წყალს უხვად შეიცავს ბოსტნეული ( მაგალითად, კიტრი );
- წითელი ყურძნის წვენი (უმჯობესია შინ დაწურული ) - დღეში ნახევარი ჭიქა 75%-ით ამცირებს ტრომბოციტების აქტივობას (შედარებისთვის: ასპირინი, რომელსაც უფრო ხშირად იყენებენ, ამ მაჩვენებელს მხოლოდ 45 % - ით აქვეითებს );
- შტოშის ნაყენი - ის ასპირინზე არანაკლებ ეფექტურად მოქმედებს სისხლის შედედების ფუნქციაზე (აიღეთ 2 სუფრის კოვზი ნაყოფი, დანაყეთ, დაასხით მდუღარე წყალი, 10 - 15 წუთს გააჩერეთ და დალიეთ);
- ნიახური წვენი - მასში არსებული ნატრიუმი ხელს უშლის სისხლისა და ლიმფის გასქელებას;
- უმი ხახვი და ნიორი;
- ალუბალი ( 5 -6 კგ სეზონზე);
- პომიდორი, განსაკუთრებით - თესლის გარშემო არსებული მასა, რადგან სწორედ მასშია თავმოყრილი სისხლის გამათხიერებელი ნივთიერებები;
- იოდით მდიდარი საკვები, მაგალითად, ზღვის კომბოსტო - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს, აქვეითებს წნევას, თუმცა სიჭარბე მავნებელია;
- ყვითელი ძიძოს ნაყენი ( 1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქა წყალზე) - ამცირებს სისხლის წებოვნებას, ხსნის სპაზმს და აუმჯობესებს სისხლის დინებას. მცენარეს ასხამენ მდუღარე წყალს, 20 - 25 წუთს აჩერებენ და დღეში 3 - ჯერ 1/3 - 1/2 ჭიქა სვამენ.
- კივი ( დღეში 2 - 3 ნაყოფი მაინც ) - სასარგებლოა პროთბრომბინის მომატების, ათეროსკლეროზული პროცესების, თრომბოფლებიტის, ასევე - იშემიური ინსულტისა და მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.