ამ მცენარემ უშველა ჩემს დას, რომელსაც მარჯვენა საკვერცხეზე საკმაოდ დიდი ზომის კისტები აღმოუჩინეს.
ბოლო ხანს სამკურნალო მცენარეების გამოზრდამ გამიტაცა. განსაკუთრებით მომეწონა მარმუჭი, რომელსაც ზოგი დათვბალახას, ზოგი კი კურდღლის კომბოსტოსაც ეძახის. ამ მცენარემ უშველა ჩემს დას, რომელსაც მარჯვენა საკვერცხეზე საკმაოდ დიდი ზომის კისტები აღმოუჩინეს. როგორც სპეციალისტებმა აგვიხსნეს, კისტების წარმოშობის მიზეზი ორგანიზმში ჰორმონალური ბალანსის დარღვევა ყოფილა. ისიც გვითხრეს, რომ მის ასაკში ოპერაცია სასურველი არ იყო, რადგან მოსალოდნელი იყო კისტების განმეორებითი ჩამოყალიბება. ჩემი და წლების მანძილზე მკურნალობს მედიკამენტებით და პარალელურად იღებს მარმუჭის ნახარშს, რომელიც, მართალია, კისტებს ვერ აქრობს, მაგრამ პრეპარატებთან ერთად შეაჩერა მათი ზრდა.
მკურნალობა:
აიღეთ 100 გრამი დაქუცმაცებული ნედლი ბალახი და დაასხით 0,5 ლიტრი მდუღარე, დადგით 4 საათი, გადაწურეთ, გემოვნებისამებრ დაუმატეთ ნატურალური თაფლი და მიიღეთ მეოთხედი ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
მკურნალობის კურსი სამი კვირაა. ათდღიანი შესვენების შემდეგ მკურნალობის კურსი კიდევ ერთხელ უნდა გაიმეოროთ. მკურნალობის პერიოდში, გირჩევთ, რაციონი გაამდიდროთ ბროკოლით. ეს კომბოსტოს ნაირსახეობაა, რომელიც ახალწარმონაქმნებს აქტიურად ებრძვის. იგი მდიდარია ვიტამინებით, შეიცავს ინდანოლ -3-კარბინოლს - ნივთიერებას, რომელიც სასტიკად უსწორდება ესტროგენდამოკიდებულ სიმსივნურ უჯრედებს, ამასთან, ბრძოლისას ერთგვარ გადარჩევას ახდენს - ანადგურებს სიმსივნურს, ჯანმრთელ უჯრედებს კი ხელუხლებელს ტოვებს. შემიძლია ისიც დავამატო, რომ მარმუჭი საკმაოდ სწრაფად აქრობს ცისტიტის თანმხლებ ტკივილებს. შვებას პირველივე დღეებში იგრძნობთ, ორი -სამი კვირის შემდეგ კი დაავადება შეგიძლიათ დაივიწყოთ.