არომატული ჟულიენი ხრაშუნა ორცხობილაში. საოცრად გემრიელი და არომატული ფრანგული კერძი

არომატული ჟულიენი ხრაშუნა ორცხობილაში. საოცრად გემრიელი და არომატული ფრანგული კერძი
მოცემული კერძი უსათუოდ ასოცირდება მაღალ ფრანგულ სამზარეულოსათან, მადისაღმძვრელი მირთმევით და განუმეორებელი გემოთი, პროფესიონალი მზარეულები სახლის სამზარეულოში თავის ცნობილ ჟულიენს მიართმევენ ცხელი სალათის სახით, საუზმეზე. რომელსაც გარნირად აქვს სოუსი ,,ბაშამელი“ ან სხვა რძიანი საწებელი, ყველა ტურისტი უბრალოდ ვალდებულია ისიამოვნოს ორიგინალური ჟულიენით რომანტიკული ფრანგული მოტივების ფონზე. ჟულიენის ვარიანტი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ არ არის კლასიკური, იმის მაგივრად რომ მოამზადოთ ქოთნებში მზადდება საჭირო კონდიციამდე ფუნთუშაში, გემრიელი სოკოს გულსართი ხრაშუნა პურში- ეს არის ის რასაც მიირთმევდით , როდესაც მშიერი ბრძანდებით.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 300გრ
  • ქამა სოკო - 200გრ
  • ნაღები - 200მლ.ლ
  • მაგარი ყველი - 100გრ.
  • ხახვი - 1ც
  • ფუნთუშა - 3 ცალი
  • ზეთი - 20 მლ.ლ
  • მარილი - გემოვნებით
  • შავი წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესი

  1. მოხრაკეთ ხოცი ზეთში
  2. გაასუფთავეთ ხახვი, დააქუცმაცეთ ბოსტნეული და მოშუშეთ ზეთში
  3. სოკო გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად, ჩაყარეთ ხახვიან ტაფაზე და მოხრაკეთ წვენის დაწურვამდე
  4. ქათმის ფილე დაჭერით კუბიკებად, დაამატეთ ხახვიანი ხორცი და სოკო, მოურიეთ. დაუმატეთ ნაღები და სანელებლები შუშეთ 15 წუთი, და გადადგით გვერდზე
  5. გახეხეთ ყველი
  6. ფუნშა შებრაწეთ, ზედა მხრიდან გამოაცალეთ გული
  7. აიღეთ ტაფა დააფინეთ პერგამენტი, დაალაგეთ ფუნთუშების ნახევარი, შეავსეთ ფუნთუშა სოკოთი მოაყარეთ გახეხილი ყველი .
  8. გაახურეთ აერღუმელი 180 გრადუსზე შედგით 7 წუთით

ჟულიენის მოცემული ვარიანტი გამოდგება სადღესასწაულო სუფრისათვის, ან შეგიძლიათ წაიღოთ პიკნიკზე, იმისათვის რომ შემდეგ მოამზადოთ მაყალზე, ფუნთუშები უნდა იყოს, საშუალო ზომისა, რომელსაც შემდგომში მოაყრით მწვანილს , გემრიელია შეგიძლიათ გასინჯოთ , მიირთვით გემრიელად!