ტომრები მარილიანი ცომისგან, ყველისგან და სოკოსგან. დიდებული კერძი სადღესასწაულო სუფრისტვის
ეს პარკები ძალიან გემრიელი და ლამაზი გამოდის, ამიტომაც ისინი დღესასწაულებისათვის იდეალურია.
შიგთავსი შეგიძლიათ წინასწარ დაამზადოთ, ხოლო სუფრაზე მირთმევის დროს შეახვიოთ , გამოაცხოთ და მიართვათ მაგიდაზე!
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
შიგთავსი შეგიძლიათ წინასწარ დაამზადოთ, ხოლო სუფრაზე მირთმევის დროს შეახვიოთ , გამოაცხოთ და მიართვათ მაგიდაზე!
ინგრედიენტები:
- ქათმის ფილე - 300გრ
- ქამა სოკო - 300გრ
- ხახვი - 2ც
- ფენოვანი ცომი - 500გრ
- მაგარი ყველი - 100გრ
- ზეთი - 3 სადილის კოვზი
- კარი( სუნელი) - გემოვნებით
- პაპრიკა (ტკბილი წიწაკა) - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
- შავი წიწაკა - გემოვნებით
- მარილი - გემოვნებით
- მწვანილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
- დაჭერით ხორცი პატარა ნაჭრებად, მოხრაკეთ ცხიმში. გარეცხილი სოკო დაჭერით ფენებად და ისიც მოხრაკეთ. წვრილად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ , ისე რომ არ შეწითლდეს
- გარეცხეთ , გააშრეთ მწვანილი, დაჭერით წვრილად, ყველი გახეხეთ მსხვილად შეაერთეთ ეს კომპონენტები დაამარილეთ , კარგად აურიეთ.
- ცომი გადაახვიეთ რულონივით დაჭერით თხლად და გააბრტყელეთ 4-5 მმ სისქეზე. გაანაწილეთ ყველა რგოლზე მოცემული გულსართი ,მოახვიეთ ნაპირები ისე რომ გამოვიდეს პატარა პარკები( გუდები) იმისათვის რომ არ გაეხსნეს პირი შეგიძლიათ დაამაგროთ კბილის საჩხრეკი ჩხირებით. შემოახვიეთ გარშემო მწვანილი თოკივით ან სულგუნის ფენები ლენტებივით.
- დააფინეთ აერღუმელის ტაფაზე პერგამენტი, დაალაგეთ პარკები მასზე ზემოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი, მანამ სანამ ზედაპირი არ მიიღებს ლამაზ მოწითალო ფერს (გადაბრაწეთ)
მიიტანეთ და გაალამაზეთ სადღესასწაულო სუფრა ცხელ-ცხელი გუდებით, შეგიძლიათ ზედაპირი მორთოთ მწვანილით და ცოცხალი ბოსტნეულით.