ეს სალათი დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას. თითოეული მეგობარი სასიამოვნოდ გაოცდება

ეს სალათი დაამშვენებს თქვენს საახალწლო სუფრას. თითოეული მეგობარი სასიამოვნოდ გაოცდება
სალათა არის აუცილებელი დასანაყრებელი პროდუქტი სადღესასწაულო სუფრაზე, თუ თქვენ ეძებთ სალათების არაჩვეულებრივ რეცეპტებს, რომლებიც შეიძლება ღესასწაულისათვის მოამზადოთ, თქვენ სწორ მისამართს მიაგენით, გთავაზობთ მადისაღმძვრელ, სალათას ,,კორელი“-ს.

ეს საუზმე გამოდის ძალიან გემრიელი, ხოლო ინგრედიენტები ღირს რაღაცა თეთრები, რადგან მის შემადგენლობაში შედის ძალიან ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტები, ამავე დროს არის ძალიან ნოყიერი სალათი!

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი - 200გრ
  • ვაშლი - 1 ცალი
  • კარტოფილი - 200გრ
  • ჭარხალი - 200გრ
  • სტაფილო - 150 გრ
  • მაიონეზი - 100გრ
  • მწვანილი - გემოვნებით

მომზადების წესი

  1. მოხარშეთ საქონლის ხორცი და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად დაალაგეთ ლანგარზე პირველ ფენად
  2. გაასუფთავეთ ვაშლი და გახეხეთ საახეხზე, დაალაგეთ ხორცზე, წაუსვით ცოტა მაიონეზი
  3. მოხარშეთ კარტოფილი გახეხეთ სახეხზე დაალაგეთ მესამე ფენად, მოუსვით მაიონეზი
  4. მეოთხე ფენად მოაყარეთ მოხარშული გახეხილი ჭარხალი
  5. ზემოდან დაალაგეთ სტაფილო კორეულად, მოუსვით მაიონეზი. მორთეთ მწვანილით სურვილისამებრ.
    ვფიქრობ ეს სალათა თქვენს გემოვნებას შეეფერება, მიირთვით გემრიელად.