ვაგროვებ ცარიელ შუშის ბოთლებს, მაგრამ არა ჩასაბარებლად. თქვენ აღფრთოვანდებით, როცა იხილავთ ჩემი მუშაობის შედეგს.

ვაგროვებ ცარიელ შუშის ბოთლებს, მაგრამ არა ჩასაბარებლად. თქვენ აღფრთოვანდებით, როცა იხილავთ ჩემი მუშაობის შედეგს.
ბოლო დროს ხშირად დავდივარ მივლინებით პრაღაში. ორჯერ გავჩერდი სასტუმროში, ხოლო მესამე ჯერზე თავისთან სტუმრად მიმიწვია ჩემმა კოლეგა მარტინამ.

როდესაც აღმოვჩნდი ამ არაჩვეულებრივი ადამიანის სახლში, უბრალოდ მოვიხიბლე მისი ბინის ინტერიერით. ყველაფერი გამოიყურებოდა თითქოს უბრალოდ და უპრეტენზიოდ, მაგრამ ამასთან დახვეწილად და მოხერხებულად. განსაკუთრებით ჩემი გული დაიპყრო ბოთლებისგან დამზადებულმა სანათებმა, რომლებიც მარტინას მეუღლემ შექმნა თავისი ხელით.

როგორ დავამზადოთ ამგვარი ნაკეთობა ბოთლისგან?

ყველას მოგვეპოვება სახლში ცარიელი შუშის ბოთლები. თითქოს გვენანება მათი გადაყრა, თუმცა ვერც ვიყენებთ. ხოლო, თუ ჩართავთ ცოტაოდენ ფანტაზიას, მაშინ, მათგან საკუთარი ხელებით შექმნით საინტერესო ნაკეთობებს, რომლებიც ინტერიერში მკვეთრ აქცენტს შეიტანს.

გაგაცნობთ 14 გზას, როგორ ვაქციოთ უბრალო შუშის ბოთლი ხელოვნების ნიმუშად.

  1. სარწყავი

    დაახურეთ ბოთლს თავზე ტერაკოტის სპეციალური ხუფი - და ვუალა! თქვენი მცენარეები თავისთავად მოირწყვება.



  2. წიგნების თარო

    აი, როგორ უნდა შექმნათ დახვეწილი სტელაჟი ბოთლებისა და მყარი ფიცრებისგან; და ნუ ინერვიულებთ, შუშის ბოთლები ხომ საკმაოდ გამძლეა. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლად დაიჭერენ ხის მთელ კონსტრუქციას.



  3. დახვეწილი ლარნაკი

    პირადად მე ძალიან მომწონს მაგიდის გალამაზების ასეთი მარტივი და ამასთან დახვეწილი გადაწყვეტა.



  4. სასანთლეები

    მათი დამზადება ძალიან ადვილია ბოთლების ზედა ნაწილისგან. ამისათვის უნდა გაჭრათ ბოთლი, თუ არ გაქვთ მინის საჭრელი, მაშინ დაასველეთ აცეტონში თოკი, შემოახვიეთ ბოთლს და დაწვით. დაელოდეთ, სანამ ბოთლი გავარვარდება. შემდეგ, მოათავსეთ იგი გაყინული წყლით სავსე თასში. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილების გავლენით, შუშა გასკდება მონიშნულ ზოლზე.

    ბოთლის გრძელი ყელი არ მისცემს სანთელს ჩაქრობის საშუალებას, ხოლო მინა დაიცავს ქარისგან.




  5. მაგიდის დეკორი

    სანთლები ინტერიერს ყოველთვის განსაკუთრებულ რომანტიკულ ატმოსფეროს ანიჭებს. შუშის ბოთლებისგან საკუთარი ხელით შეგიძლიათ დაამზადოთ სასანთლის სხვადასხვა ვარიანტი.

    რას იტყვით სადღესასაწაულო სუფრის ამგვარ დეკორზე?



  6. დეკორატიული სანათი

    მშვენიერი საახალწლო დეკორი ღვინის ბოთლებისგან. იმისათვის, რომ შექმნათ ეს სილამაზე , საჭიროა მცირედი გარჯა - ბოთლის მოხატვა და უკანა მხარეს მავთულისთვის ღრმულის ამოჭრა. შედეგი ამად ნამდვილად ღირს.



  7. საახალწლო გირლიანდები

    მე მოხიბლული ვარ ამ იდეით, აუცილებლად განვახორციელებ საახალწლოდ.



  8. ქარის მუსიკა

    ეს ორიგინალური ღვინის ბოთლი საცობის ჩხირებით მზადაა შეხვდეს ქარს.



  9. ჩიტების საკვებური

    გაავსეთ ბოთლი საკენკით, ამოაბრუნეთ და მიამაგრეთ ამგვარ ხის კონსტრუქციაზე. დადგით ბოთლის ქვეშ ლამბაქი ან ბოკალი. მოათავსეთ საკვებური ბაღში. ჩიტები აკენკავენ მარცვლებს, რომლებიც საჭიროებისამებრ ჩამოცვივდება.



  10. ბოთლების სანათები

    ღვინისა და ლუდის ბოთლები მშვენივრად გამოგვადგება მაგიდის სანათების ან ჭაღების პლაფონებად.



  11. ბრტყელი თეფშები

    ამგვარი დახვეწილი და უჩვეულო დიზაინის თეფშის სახლის პირობებში დამზადება არ შეიძლება. თუმცა, თუ გყავთ ნაცნობები მინის სახელოსნოში, თქვენი ღვინის ან ლუდის ბოთლები შესაძლებელია გარდაიქმნას თეფშების ასეთ ორიგინალურ ნაკრებად.



  12. კედლის დეკორი

    უჩვეულო დეკორატიული კედლები - ეს ყოველთვის საინტერესოა. ძალიან მომეწონა ორი ბოთლისგან შექმნილი ასეთი გული. ამგვარ კომპოზიციას შეუძლია დაამშვენოს თანამედროვე სამზარეულო.



  13. კლუმბი

    დიდი ყვავილი ბოთლში ნამდვილად არ ჩაეტევა. თუმცა, სავსებით შესაძლებელია მოთავსდეს მასში კენჭებით, ქვიშითა და უპრეტენზიო ყვავილებით შექმნილი კომპოზიცია. მთავარია, სუფთად გაჭრათ ბოთლი სიგრძეზე, დანარჩენი დეკორირების საქმეა.



  14. საკანფეტე

    მოსახერხებელიცაა და ლამაზიც. მშვენიერი გადაწყვეტილებაა, არა?




რედაქციის რჩევა

კიდევ გთავაზობთ, გაეცნოთ პლასტმასისგან ავეჯის დამზადების გენიალურ იდეას. ესაა სხვადასხვაგვარი ულურსმნო ავეჯის დამზადების უნივერსალური ხერხი. დეტალები შეგიძლიათ გააერთიანოთ პლასტმასის ბოთლების საშუალებით.

როგორც ხედავთ, ხელოვნებას არ აქვს საზღვრები, როდესაც ადამიანის თავში იბადება გენიალური იდეები. მარჯვე ოსტატის ხელში აბსოლუტურად ყველანაირი მასალა გარდაიქმნება ნამდვილ ხელოვნების ნიმუშად.

დამეთანხმეთ, შუშის უბრალო ბოთლების ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების იდეა მეტად საინტერესო და აქტუალურია. მათგან ნაკეთობების დამზადებით, თქვენ არა მარტო გაერთობით, არამედ არ დააზიანებთ გარემოს.