ის რასაც ეს ქალი ძველი ქამრებისგან აკეთებს ნამდვილი ხელოვნებაა. ამას თქვენც შეძლებთ!

ის რასაც ეს ქალი ძველი ქამრებისგან აკეთებს ნამდვილი ხელოვნებაა. ამას თქვენც შეძლებთ!
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ძველი ნივთებით? ეს კითხვა ყველა ჩვენთაგანს ხშირად უჩნდება, განსაკუთრებით კი მაშინ თუ ნივთიე ჩვენთვის ძვირფასია ან ჩვენთვის ძვირფასი ადამიანის ნაჩუქარია, რადგან ასეთი ნივთების გადაგდება ძალიან გვენანება. დღეს FPAPARAZZI-ს ადმინისტრაცია მოგიყვებათ, თუ როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ძველი, გამოუსადეგარი ქამრები ინტერიერში.

თუ თქვენ ძველი ქამრები დაგიგროვდათ, რომელთა გამოყენებასაც ვეღარ ახერხებთ თქვენ შეგიძლიათ ძველი ჟურნალის მაგიდას რეანიმირება მოახდინოთ საკუთარი ხელით, მას შემდეგ რაც მაგიდის შუშა გატყდა ან დაუზიანდა ზედაპირი. საკმარისია უბრალოდ მჭიდროთ შემოუჭიროთ ქამრები და საკმაოდ ლამაზ ნივთს მიიღებთ.


ასევე შეგიძლიათ შეაკეთოთ ძველი დაზიანებული სავარძელი. ეს იდეა განსაკუთრებით აგარაკზე გამოგადგებათ!



ტყავის ქამრები შეგიძლიათ გამოიყენოთ სამზარეულოს ავეჯზე სახელურებისთვის. ძალიან ორიგინალურია!



თუკი თქენ ძველი ქამრები ბევრი არ გაქვთ, ჩვენ გირცევთ დაამზადოთ ძალიან ლამაზი თარო. ისინი ნებისმიერ ინტერიერს მოუხდებიან, ამასთანავე დახარჯავთ ძალიან ცოტა ენერგიას და ფულს.



როგორ დავამზადოთ თარო საკუთარი ხელით.

თქვენ დაგჭირდებათ:
  • 2 დაფა სასურველი სიგრძისა და სიგანის.
  • 2 ქამარი
  • ხის ლაკი
  • 6 ლურსმანი
  • ჩაქუჩი
  • სახაზავი
  • ფანქარი


დამზადება:
  1. მოამზადეთ დაფები ლაკისა და საღებავის წასასელად: მოაშორეთ ხიწვები , გაშკურკეთ.



  2. დაამუშავეთ ხე ლაკით, საღებავით ან მინანქარით. თავად ამოარჩიეთ რაც მოგწონთ! შეგიძლიათ ეს საშუალება ფუნჯით წაუსვათ მჭიდრო საფარის შესაქმნელად ან უბრალოდ ღრუბელით ზოლების შესაქმნელად.



  3. ახლა თამაში ჩავრთოთ ქამრები. მოაჭერით მათ ბალთები და წაწვეტებული ბოლოები.



  4. გაჭერით ქამარი შუაზე



  5. შედეგად თქვენ მიიღებთ 4 ტყავის ზოლს.



  6. გადაზომეთ დაფაზე კიდეებიდან 4 სანტიმეტრი და დასვით ნიშანი ფანქრით.



  7. დაამაგრეთ ერთ-ერთი ტყავის ზოლი მონიშნულ წერტილზე, ისე როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.



  8. მიამაგრეთ დაფას ქამრები 4 მცირე ზომის ლურსმნისა და ჩაქუჩის დახმარებით.



  9. მიაჭედეთ თარო კედელზე. ჩვენ გირჩევთ ერთდროულად რამოდენიმე მიამაგროთ, ასე ის უფრო ლამაზად გამოიყურება.



  10. ნუ დაგაეჭვებთ თქვენი ნაკეთობის გამძლეობა. დაფა საკმაო სიმძიმეს უძლებს.


ამ საქმეში წარმოსახვასა და ფანტაზიას საზღვრები არ აქვს! შეგიძლიათ დაამზადოთ სხვადასხვა სიგრძის და ზომის თაროები. მაგალითად წიგნებისთვის შეგიძლიათ ხის დაფები არც გამოიყენოთ.



ჩვენ ასევე გთავაზობთ თვალიგ ადაავლოთ ვიდეოს, რომელშიც თქვენ შეძლებთ თვალი ადევნოთ მსგავსი თაროების დამზადების სრულ პროცესს.