90 კგ-ით დაკლების შემდეგ ტატიანა მიხვდა, რომ მისმა გამოცდილებამ შეიძლება დახმარება აღმოუჩინოს ჭარბი წონით შეწუხებულ მილიონობით სხვა ქალებს.

90 კგ-ით დაკლების შემდეგ ტატიანა მიხვდა, რომ მისმა გამოცდილებამ შეიძლება დახმარება აღმოუჩინოს ჭარბი წონით შეწუხებულ მილიონობით სხვა ქალებს.
წონის პრობლემებმა ვერ შეუშალეს ხელი ნამდვილად ნიჭიერ ადამიანს გამხდარიყო წარმატებული: ტატიანა უსტინოვას წილად ხვდა მისი წიგნების მრავალმილიონიანი ტირაჟები, ინტერვიუები, ჟურნალების გარეყდებზე ფოტოები - ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებოს თითოეულმა ქალმა.



ადვილი იყო იმის გაგება, რომ სხეულის მასამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. მწერალს დაეწყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. გახდომა იძულებითი ნაბიჯი აღმოჩნდა. მაგრამ 90 კგ-ით დაკლების შემდეგ ტატიანა მიხვდა, რომ მისმა გამოცდილებამ შეიძლება დახმარება აღმოუჩინოს ჭარბი წონით შეწუხებულ მილიონობით სხვა ქალებს. ასე რომ ღირს გავეცნოთ ტატიანას პრინციპებს.

4 ძირითადი პრინციპი:
1. იყავით სადა. ზედმეტწონიანი ადამიანები ფიქრობენ, რომ დიეტა არის ძვირი და შრომატევადი, რომ საჭიროა 10-15 სხვადასხვა კერძის მომზადება, მაღაზიაში ყველა ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვა, ხოლოს საღამოობით ტრენაჟორებზე დროის გატარება. არადა ყველაფერი ბევრად მარტივია: მოამზადეთ ქათამი. შეჭამეთ იმდენი, რამდენსაც შესძლებთ გარნირების გარეშე და დესერტზე ბანანების გარეშე.

2. დაივიწყეთ შემწვარი. მოშუშეთ პროდუქტები და მოხარშეთ, ოღონდ არ შეწვათ. შემწვარი საკვები ჯანმრთელობის პირველი მტერია და ზედმეტი წონის ერთგული მეგობარია. ტატიანა ქმართან ერთად სწორედ ასე იქცეოდნენ. შედეგს თქვენ თვითონაც ხედავთ.

3. მოამზადეთ ზღვის პროდუქტები. ყველაზე სასარგებლოა - კრევეტი და კალმარი. მათი უპირატესობა იმასიც არის, რომ ისინი დაბალკალორიულები არიან. რათქმაუნდა, კალმარით ყოველდღიური კვება ყველას როდი შეუძლია. მაგრამ შიგადაშიგ შეგიძლიათ თავი შეიქციოთ ამ სასარგებლო თევზით.

4. დაივიწყეთ მაიონეზი. სულერთია ის ოჯახში დამზადებულია თუ ნაყიდია. სალათები შეკაზმეთ ზეითუნის ზეთით ან რბილი ყველით. ასე ბევრად გემრიელია და სასარგებლოა.


ეს პრინციპები მარტივია და მისი დაცვა ყველას შეუძლია. ისინი არ განსხვავდებიან ჯანსაღი კვების კანონებისგან. ამიტომაც ტატიანამ არა მარტო წონაში მოიკლო, არამედ ჯანმრთელი და ენერგიული გახდა.

დიეტის მენიუ:

წარმოგიდგენთ მწერალი ქალის მენიუს მხოლოდ ერთ მაგალითს. ის ხომ 3 წელი ებრძოდა ჭარმწონიანობას. მაგრამ ეს მაგალითი დაგვეხმარება გავიგოთ იმას, თუ რა უნდა შევიდეს კვების რაციონში:
  • საუზმე: მოხარშული ომლეტი, სხვადასხვა ფაფები წყალზე.

  • ლანჩი: ხილის სალათი ან ერთი ნებისმიერი ხილი. რათქმაუნდა, ბანანების გარდა.

  • სადილი:სატაცურის სუპი.

  • ვახშამი: მოხარშული ხილი და ქათმის ხორცი. როგორც ვარიანტი, შეიძლება მოშუშული ხილი.



ცხადია, რომ თქვენ რაციონში უნდა იყოს მხოლოდ დაბალკალორიული პროდუქტი. შეადგინეთ საკუთარი მენიუ, მათ შორის ხილი და ბოსტნეული, უცხიმო თევზი და ხორცი, უცხიმო კეფირი, აგრეთვე ხაჭო, მარცვლოვანი ფაფები. საკვების ყოველი მიღების შორის დროის შუალედი არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.



რაც შეეხება ფიზიკურ ვარჯიშებს, ტატიანა უსტინოვა პატიოსნად აღიარებს, რომ არ უსარგებლია სპორტდარბაზით. მაგრამ თუ არ ხართ მზად ელოდოთ 3 წელს, მაშინ ჩაეწერეთ ჯგუფურ მეცადინეობებზე და დაესწარით მათ კვირაში 2-3 ჯერ.

გახდომის პროცესს ასევე ხელს უწყობს წყლის აუზით რეგულარული სარგებლობა.

ორიგინალური რეცეპტები ტატიანა უსტინოვასგან:



წონის დაკლებაში დამხმარე ახალი კერძების რეცეპტები - აი რაზე მოუწია მუშაობა მწერალ ქალს. ამ საქმეში წარმატებული ქალი სიამოვნებით გვიზიარებს თავის აზრებს. თქვენ, რათქმაუნდა, შეგიძლიათ ისარგებლოთ საკუთარი იდეებით. მაგრამ შეგიძლიათ არ დაკარგოთ ძვირფასი დრო და ტატიანასავით ეგრევე დაიწყოთ გახდომა.

  • სატაცურის სუპი. მცენარეულ ზეთში გაატარეთ 100 გ სატაცური და 1 დაჭრილი ხახვი. 15 წუთის შემდეგ დაამატეთ 100 გ უცხიმო არაჟანი და 3 სუფრის კოვზი მშრალი ღვინო. ცოტა დაიცადეთ და ყველაფერს დაასხით ბოსტნეულის ბულიონი. ხარშეთ კიდევ 30 წუთი. მზა კერძი უნდა ათქვიფოთ ბლენდერში.

  • ნეკნები ხილით. მოამხადეთ მარინადი მინერალური წყლისა და ლიმონის წვენის, აგრეთვე პილპილის, როზმარინის და სხვა საყვარელი სანელებელის გამოყენებით. ის დაასხით ნეკნებს ნახევარი საათით. დაჭერით ბულგარული წიწაკა, ბაკლაჟანი და კარტოფილი. შეკაზმეთ ისინი ზეითუნის ზეთით და ნივრით. აიღეთ საცხობი ფორმა, სადაც ფსკერზე მოათავსეთ ბოსტნეული, ხოლო ზემოდან ნეკნები. ტემპერატურა დააყენეთ ცელსიუსის 250 გრადუსზე და ნეკნები ბოსტნეულთან ერთად ამყოფეთ ფურნაკში 15 წუთით.

  • შებრაწული ქათამი. ხახვი დაჭერით რგოლებად და დააწყვეთ საცხობი ფორმის ზედაპირზე. ზემოდან დაადეთ ნაჭრებად დაჭრილი ქათამი. ფურნაკში ამყოფეთ ფორმა 1.5 საათის განმავლობაში. გამორთეთ ფურნაკი, მაგრამ არ გამოიღოთ ქათამი კიდევ ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ დაამარილეთ და დაამატეთ ნიორი.



ერთ ჯერზე ტატიანა ჭამდა ერთ კერძს. არავითარი ბორში, ფაფა და სალათა. შიმშილის გრძნობის თავიდან ასაცილებლად კი საჭიროა დღეში 6-ჯერ ჭამა.

"მორიგი დიეტა" - იფიქრებთ თქვენ. მაგრამ ეს აშკარად არ არის "მორიგი". ტატიანა უსტინოვას კვების სქემა არ არის დიეტა, ის არის საკუთარი სხეულისა და ჯანმრთელობის ნორმაში მოყვანის სწორი და უმტკივნეულო წესი. ცნობილი მწერალი თანდათანობით მივიდა სასურველ შედეგამდე.

თქვენც გამოგივათ! მეგობრებსაც გაუზიარეთ ეს სიახლე!