ეს ქალი მეგობრის რჩევით ამ ჩაის სვამდა... წარმოუდგენელი შედეგია!

ეს ქალი მეგობრის რჩევით ამ ჩაის სვამდა... წარმოუდგენელი შედეგია!
ბავშვობიდან გვსმენია, მრავალძარღვას სამკურნალო თვისებებზე, რომელიც სისხლაც აჩერებს, ჭრილობებსაც ახორცებს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს მცენარე წონაში დაკლების საკითხებშიც სასარგებლოა! თანაც, ძალიან კომფორტული, რადგან მისი მიღება ჩაის სახით ხდება.

საჭიროა, მხოლოდ შეიძინოთ აფთიაქში მრავალძარღვას თესლი და შემდეგი რეცეპტით მოამზადოთ: 250 მლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ 1 ჩ.კ. მრავალძარღვას თესლი და დააყენეთ 15-20 წუთით. მიღებული ჩაი დაწურეთ და დალიეთ უზმოზე 50 მლ.

10-დღიანი კურსის შემდეგ შეისვენეთ 1 თვით, შემდეგ კი გაიმეორეთ პროცედურა.

მრავალძარღვას ჩაი ეხმარება საკვების მომნელებე სისტემას, რადგან კუჭის წვენის გამოყოფა იზრდება, ხსნის ანთებას საკვების მომნელებეს სისტემაში. ასევე, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას.

თუმცა, გაითვალისწინეთ უკუჩვენებები: ეს გახლავთ მრავალძარღვას ინდივიდუალური გადატანა, კუჭის მჟავიანობა ან სისხლ-ძარღვების თრომბოფლებიტი.
გირჩევთ, წონის დაკლების ნებისმიერი საშუალებების მიღებამდე გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, ასევე, გადახედოთ კვების რაციონს და შეამციროთ კალორიები.