სასმელი ზოგჯერ წამალია... უკვე დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს უამრავი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებ

სასმელი ზოგჯერ წამალია... უკვე დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს უამრავი დაავადების სამკურნალოდ ვიყენებ
ალკოჰოლი ადამიანის მტერი არ არის. სპირტიანი სასმელი უამრავი სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში შედის. ფრანგი ექიმები პაციენტებს გულის გასამაგრებლად ღვინოს უნიშნავენ, სისხლძარღვთა გასაფართოებლად - კონიაკს. გერმანიის ზოგიერთ კოსმეტიკურ კლინიკაში ლუდის აბაზანებს იღებენ, რადგან ამ სასმელს კანის დაავადებათა სამკურნალო იდეალურ საშუალებად მიიჩნევენ. დიდი ხანია, სპირტიან სასმელებს მეც წამლად ვიყენებ. მინდა ორი - სამი რეცეპტი საყვარელ მკითხველსაც შევთავაზო:

  • ასთმის შეტევების თავიდან ასაცილებლად: ვირისტერფას 40 ფოთოლს დაასხით 0,5 ლ არაყი. დააყენეთ მთელი ღამით. ყოველ ღამე ამოიღეთ ქილიდან და დაიფინეთ გულმკერდზე იმდენი ფოთოლი, რამდენიც დაგეტევათ. მკურნალობა განაგრძეთ, ვიდრე ფოთლები არ გამოილევა. სასრუველია, კურსი 3 თვეში ერთხელ გაიმეოროთ.

  • ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის: ნახევარლიტრიანი ბოთლი მესამედამდე შეავსეთ დაჭრილი ნივრით, აავსეთ არყით, 2 კვირით სიბნელეში დადგით და ყოველდღე ანჯღრიეთ. შემდეგ გაფილტრეთ. 4 -5 წვეთი 1 ს/კ ანადუღარ ცივ წყალში გააზავეთ და მიიღეთ დღეში 3 - ჯერ, ჭამამდე. კურსი 4 -6 კვირაა. დაავადების სიმძიმის კვალობაზე, მისი გავლა წელიწადში 2 - 4-ჯერ არის საჭირო.

  • არითმიისა და ტაქიკარდიის დროს: 1 ჩ/კ დაქუცმაცებულ წითელ კუნელს დაასხით არაყი, 7 დღეს გააჩერეთ სიბნელეში, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ 20 - 30 წვეთი დღეში 3 - 4- ჯერ, ჭამამდე. მკურნალობის კურსი 10 -14 დღეა.

  • მაღალი სიცხით მიმდინარე გაციებისას: აიღეთ ერთი ბოთლი მაგარი, მუქი ლუდი, 30 გრადუსამდე შეათბეთ წყლის აბაზანაზე, დალიეთ, ჩაწექით ლოგინში და თბილი საბანი დაიფარეთ.

  • ბრონქიტისა და ძლიერი ხველის დროს: 2 ცალი ლიმონი გათალეთ, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დაუმატეთ 1/2 ჭიქა ლუდი, 1 ჭიქა შაქარი, 2 ს/კ ძირტკბილას დაქუცმაცებული ფესვი და 1 ჩ/კ ანისულის ფოთოლი, 1 საათით დადგით წყლის აბაზანაზე, შემდეგ გაფილტრეთ და გააცივეთ. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 3 - ჯერ.

სტატიის ავტორი: თამარ მამაცაშვილი
სტატიის წყარო:2000 მცენარეული სამკურნალო რეცეპტი