სამკურნალო ხილფაფა ვარა თურმანიძისგან, ის უხდება გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებს, ასევე ბავშვებში ასტიმულირებს ზრდას
ეს ხილფაფა, გარდა ტუბერკულოზისა, უხდება გადიდებულ ლიმფურ ჯირკვლებს, დასუსტებულ იმუნიტეტს და ბაქტერიულ ინფექციებს, ბავშვებში ასტიმულირებს ზრდას, კარგია სუსტი ბავშვებისთვისაც.
მის მოსამზადებლად საჭიროა:
მომზადების წესი:
აიღეთ 20 ცალი კვერცხი, გარეცხეთ, გაამშრალეთ და ჩააწყვეთ სამლიტრიან მინის ქილაში. დაასხით 20 ცალი ლიმონის წვენი ისე, რომ კვერცხები დაიფაროს. დადგით ბნელ და გრილ ოთახში 5 დღე. ჭურჭელს გადააფარეთ დოლბანდი, რადგან შესაძლოა, დუღილის დროს გადმოვიდეს. თუ ობი მოიკიდა, უბრალოდ მოაცალეთ. მეექვსე დღეს - ამ დროისთვის ნაჭუჭი უკვე დარბილებული ან სრულიად გახსნილი იქნება წვენში - მთელი მასა გადმოასხით და წვრილ საცერში გაატარეთ. დაასხით სამი ლიტრი ყურძნის წვენი ან 2 ლიტრი კახური ბადაგი. შედგით ცეცხლზე და უწყვეტი ენერგიული რევით აადუღეთ, ხარშეთ დაახლოებით 3 საათი, დროდადრო ურიეთ. ნახევრამდე რომ დადუღდება, ჩაამატეთ 2 კილოგრამი შაქარი და ურიეთ გახსნამდე. ჩაასხით სამლიტრიან ქილაში, გააცივეთ და შედგით მაცივარში. გამოყენების წინ გადმოასხით პატარა ქილაში, რომელიც უნდა შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.
მიღების წესი და დოზირება:
უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ასაკისა და ავადმყოფობის სიმძიმის მიხედვით: ბავშვებმა - 1 სუფრის კოვზი, მოზრდილებმა - 2 სუფრის კოვზი, თუ ავადმყოფობა შორს წასულია, შეიძლება 3 - 4 სუფრის კოვზის მიღებაც. სასურველია, მძიმე ავადმყოფმა მკურნალობის კურსი 6 თვის შემდეგ გაიმეოროს.
მის მოსამზადებლად საჭიროა:
- 20 ც კვერცხი (სასურველია სოფლის)
- 20 ც ლიმონი
- 3 ლ ყურძნის წვენი ან 2 ლ კახური ბადაგი
- 2 კგ შაქარი