კლიმაქსთან ბრძოლის საუკეთესო სამკურნალო რეცეპტი!

კლიმაქსთან ბრძოლის საუკეთესო სამკურნალო რეცეპტი!
მაწუხებს კლიმაქსი. მეგობარმა მასწავლა ასეთი რეცეპტი და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

ინგერდიენტები:

  • 10 ცალი ლიმონი
  • 5 ცალი კვერცხი
  • ნახევარი ლიტრი არაყი

მომზადებისა და გამოყენების წესი:

10 ცალი ლიმონი კანიანად დავჭრათ და დავაქუცმაცოთ, შევურიოთ 5 ცალი უმი კვერცხის ნაჭუჭი და დავამატოთ ნახევარი ლიტრი არაყი, დავდგათ 5 დღე- ღამე გრილ, ბნელ ადგილას, გავფილტროთ. მივიღოთ 2 ს/კ 3-ჯერ დღეში, ერთი თვის განმავლობაში.

ექიმის კომენტარი:

ეს რეცეპტი გამოიყენება ორგანიზმში კალციუმის დეფიციტის შესავსებად ბუნებრივი კალციუმით, რომელსაც კვერცხის ნაჭუჭი შეიცავს. ცნობილია, რომ კლიმაქსის პერიოდში ქალის ორგანიზმში ხდება ისეთი ჰორმონალური ძვრები, რომელიც დელკალციფიკაციას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ ხდება ოსტეოპოროზის ( ძვლების გამოფიტვა ) განვითარება ინტენსიურად ამ ასაკში. ძვლები მყიფდება და მოტეხილობა ადვილად ვითარდება. კალციუმის დეფიციტი სხვა მრავალ პათოლოგიურ პროცესსაც იწვევს, ამიტომ საჭიროა მისი დანაკარგის აღდგენა, რისთვისაც ყველაზე ეფექტიანი საშუალება სწორედ ბუნებრივი კალციუმი გახლავთ. სასურველია, კვერცხი შინაური ქათმისა იყოს, რადგან იგი მდიდარია მინერალებით.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი