რატომ მიიჩნევა სინდი კროუფორდის ვარჯიშები ყველაზე ეფექტურად? მოდელივით სხეული 15 წუთში!

რატომ მიიჩნევა სინდი კროუფორდის ვარჯიშები ყველაზე ეფექტურად? მოდელივით სხეული 15 წუთში!
თუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი მოტივაცია ვარჯიშებზე სიარულისთვის, შეხედეთ ქალებს, რომლებიც შთაგაგონებენ თქვენ. თუკი მათ შეძლეს მიეღოთ სასურველი სხეული და გამხდარიყვნენ მაგალითი მილიონობით ადამიანისთვის, მაშინ თქვენც გამოგივათ ეს! 90-იან წლებში ყველა ქალი ცდილობდა ხელში ჩაეგდო სინდი კროუფორდის ვარჯიშების ვიდეო კასეტა. სულ რაღაც 15-20 წუთი ამ საოცარ ქალბატონთან ერთად და თქვენ უკვე მზად იქნებით მსოფლიოს დასაპყრობად.

ვარჯიშები სუპერმოდელთან ერთად

ამერიკელი სუპერმოდელი, წამყვანი, მსახიობი სინდი კროუფორდი თავისი სილამაზისა და იდეალური ფიგურის წყალობით არ ჩამოცილებია ტელე ეკრანებსა და ჟურნალების ყდებს. მის შემყურე ყველა ქალბატონს სურდა, ჰქონოდა ასეთივე ძლიერი და მკვრივი სხეული. სპეციალურად მათთვის სინდიმ პროფესიონალ მწვრთნელთან ერთად შექმნა ეფექტური ვიდეო ვარჯიშების მთელი სერია.

დღესდღეობითაც 51 წლის სუპერმოდელი დემონსტრირებს თავის დახვეწილ ფორმებს: ვასკვლავი და ორი შვილის დედა დარწმუნებულია, რომ ეს ყველაფერი ყოვედღიური ვარჯიშებისა და ბალანსირებული კვების დამსახურებაა. მას მენიუდან მთლიანად ამოღებული აქვს ცომეული.



სინდი კროუფორდის ვარჯიშების საიდუმლო მდგომარეობს მათ სიმარტივესა და უნივერსალურობაში. ყოველი გაკვეთილი იწყება მოკლე მოთელვით. შემდეგ დატვირთვა გადააქვს ძირითად კუნთების ჯგუფებზე: ხელის, ფეხის, თეძოებისა და ფრესის. მიუხედავად იმისა, რომ ეს სისტემა 15-ზე მეტი წლისაა, იგი დღესაც არ კარგავს აქტუალურობას. ამასთან, ვარჯიშები შეგიძლიათ ჩაიტაროთ როგორც სახლში, ისე სუფთა ჰაერზე. ხოლო სირთულე და ტემპი შეგიძლიათ ცვალოთ თქვენი ფიზიკური მომზადების მიხედვით.



სინდი კროუფორდი გამუდმებით ამტკიცებს, რომ ამ ვარჯიშებს სიამოვნება მოაქვს და დიდ დროსაც არ გვართმევს.

თქვენც ცადეთ სუპერმოდელის ვარჯიშების კომპლექსი. იგი დაგეხმარებათ ქალური და სექსუალური სხეულის შექმნაში. ვარჯიშები არ არის რთული შესასრულებელი და შეეფერება ყველა ასაკის და სხვადასხვა ფიზიკური მომზადების მქონე ქალბატონებს.



ამგვარი მოტივაციით ნამდვილად ღირს სხეულზე ზრუნვის დაწყება. თუ თქვენ არასდროს გივარჯიშიათ - არ გადადოთ! შესაფერისი მომენტი არასოდეს დადგება. გადადგით ეს პატარა პირველი ნაბიჯი საოცარი შედეგებისკენ.

თუ თქვენ მოგეწონათ ვარჯიშები, გაანდეთ ისინი მეგობრებს! სასიამოვნოა, როდესაც ახლობელი ადამიანები თქვენს ინტერესებს იზიარებენ.