იტანჯებით ჭარბი ოფლიანობით და მისი არასასიამოვნო სუნით? მაშინ ეს საშუალება სწორედ თქვენთვისაა!
მქონდა ჭარბი ოფლიანობა და შევძელი მისი დაძლევა. პირველ რიგში, თავი დაანებეთ სიგარეტს ან მნიშვნელოვნად შემაცირეთ მოწევა. ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს ან სვით მცენარეული დამამშვიდებელი საშუალებებო, მაგალითად, კატაბალახასა და შავბალახას ნაყენი.
ერთი თვის განმავლობაში უნდა მიიღოთ სალბის ფოთლების ნაყენი:
მომზადების და გამოყენების წესი:
1 ს/კ სალბის ფოთლებს დაასხით 400 მლ ( 2 ჩ/ჭ ) მდუღარე წყალი. დააყოვნეთ 1 სთ, გაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3 - ჯერ დღეში.
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ, ოფლიანობა მნიშვნელოვნად შეგიმცირდებათ და აღარც ოფლის სუნი შეგაწუხებთ.
ექიმის კომენტარი:
მკითხველის მიერ მოწოდებული რჩევები საკმაოდ სწორადაა ჩამოყალიბებული. ჭარბი ოფლიანობით შეწუხებულმა ადამიანმა თავი უნდა დაიცვას სტრესული ფაქტორებისგან, ერიდოს ქრონიკული ინტოქსიკაციის გამომწვევ ფაქტორებს ( ნიკოტინს, ალკოჰოლს ).
სალბს აქვს ადგიობრივი ანტიანთებითი, ანტიბაქტერიული, ქსოვილის აღმდგენი თვისებები. მის ნაყენს იყენებენ, აგრეთვე, დაბალი მჟავიანობით მიმდინარე გასტრიტისა და კუჭის წყლულის დროს, კუჭისა და ნაწლავების სპაზმებისას. სალბი ამცირებს ოფლის გამოყოფას. მის ამ თვისებას იყენებენ ხოლმე კლიმაქსურ პერიოდში ჭარბი ოფლიანობის სამკურნალოდაც.