რა ხდება ორგანიზმში როდესაც სიგარეტს თავს ანებებთ...
ადამიანების უმრავლესობა სიგარეტის მოწევას იწყებს იმის გამო, რომ ჰგონიათ იგი ხელს შეუწყობს მათ ნერვიულობის, მოწყენილობის, სტრესების, დეპრესიული მდგომარეობის თავიდან აცილებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თამბაქოს წევის პროცესში წარმოქმნილი ნივთიერებები მავნე ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყველა ორგანოზე და, შესაბამისად, ყველა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე.
გინდა დაიჯერეთ, გინდ - არა. თქვენი გადასაწყვეტია თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე...
როდესაც მოწევას თავს ანებებთ:
გინდა დაიჯერეთ, გინდ - არა. თქვენი გადასაწყვეტია თქვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე...
როდესაც მოწევას თავს ანებებთ:
- 20 წუთის შემდეგ თქვენი არტერიული წნევა ნორმალიზდება.
- 48 საათის შემდეგ ქვეითდება გულის შეტევების რისკი. ნიკოტინი მთლიანად გამოდის ორგანიზმიდან, ხდება სუნისა და შეგრძნების აღდგენა.
- 2 საათის შემდეგ თქვენი ბრონქები ფართოვდება და ჰაერის მოცულობა იზრდება.
- 2 კვირის შემდეგ და შემდგომი 10 კვირის განმავლობაში გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა.
- 3 - 9 თვის შემდეგ გაგივლით დილის ხველა, ფილტვების სასიცოცხლო მოცულობა 10 % - ით გაიზრდება.
- 1 წლის შემდეგ გულის შეტევების რისკი 2 - ჯერ მცირდება.
- 5 წლის შემდეგ ინსულტის მიღების რისკი არამწეველებისას უახლოვდება.
- 10 წლის შემდეგ ფილტვის კიბოს გაჩენის რისკი არამწეველთა რისკს უახლოვდება.
- 15 წლის შემდეგ გულის შეტევების რისკი არამწევლის რისკებს უბრუნდება.