როდის გაიწმინდება ფილტვები საბოლოოდ ნიკოტინისგან თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ.

როდის გაიწმინდება ფილტვები საბოლოოდ ნიკოტინისგან თუ სიგარეტის მოწევას თავს დაანებებთ.
ვეწეოდი სიგარეტს დაახლოებით 15 წლის მანძილზე. ჯანმრთელობის გაუარესებათან დაკავშირებით, ერთ დღეში დავანებე თავი. მაინტერესებს, ჩემი ფილტვები და ორგანიზმი საბოლოოდ როდის გაიწმინდება ნიკოტინისგან. უკვე 7 თვეა, აღარ ვეწევი.

ექიმის კომენტარი:
ნიკოტინი რომ შხამია, ეს უკვე ბავშვმაც იცის. მაგრამ, რატომღაც არ გვსურს ამის გახსენება, ვიდრე ჩვენი ჯანმრთელობა საფუძვლიანად არ შეირყევა. ნიკოტინის ზემოქმედებით მარტო სასუნთქი ორგანოები როდი ბინძურდება: მწეველი ადამიანის ორგანიზმში ყველა ორგანოთა სისტემის, თითოეული ნერვული სინაპსის გადაწყობა ხდება ამ შხამის შესაბამის რეჟიმზე. ასე რომ, როდესაც საკმაო ხანი სჭირდება ისევ ჩვეულ რიტმზე "გადმოსაწყობად". თუმცა, ორგანიზმის სწრაფ გაწმენდას უთუოდ შეუწყობს ხელს სპეციალური ვარჯიშები: გამწმენდი სუნთქვა, იოგას ვარჯიშები, ჯანსაღი ცხოვრების წესის რეგულარული დაცვა.

რაც შეეხება მის ზუსტ განსაზღვრას, თუ რამდენ ხანში გაიწმინდება ორგანიზმი, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენს ეწეოდით, როგორი ხარისხის სიგარეტს აძლევდით უპირატესობას, რამდენად დააზიანა მან თქვენი ორგანიზმი და ა.შ. ასე რომ, მოიკრიბეთ ნებისყოფა და ნუღარ მიუბრუნდებით მავნე ჩვევას. დადებით შედეგს კი უსათუოდ იგრძნობთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი შეკითხვა ექიმს