მარილის მავნებლობა. შემადგენლობა, რომელსაც არასდროს კითხულობთ, შეიძლება...

მარილის მავნებლობა. შემადგენლობა, რომელსაც არასდროს კითხულობთ, შეიძლება...
მავნე პროდუქტებზე საუბარი დღევანდელ დღეს მოდაშია. ჩვენ ვერიდებით მას, რაც ასე უყვარდათ უწინ და რომლის გარეშეც ნებისმიერი დღესასწაული წარმოუდგენელი იყო. მარილი ამის ნათელი მაგალითია. "მასზე უარი უნდა ვთქვათ. ის ხომ თეთრი სიკვდილია!" - ამბობენ სპეციალისტები. თუმცა მისი მიღებით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ თრომბოზი და ინფარქტი. მაშ როგორ მოვიქცეთ, შევიძინოთ რამდენიმე პაკეტი?



რა თქმა უნდა შეგიძლიათ შეიძინოთ, თუმცა ყიდვამდე კარგად შეისწავლეთ შეფუთვა. თუ ზედ აწერია, რომ მის შემადგენლობაში შედის Е 535, მაშინ ასეთი პროდუქტს არ გაეკაროთ. იგი წარმოუდგენლად საშიშია. დღესდღეობით მარილი ხშირ შემთხვევაში მოწამლულია.

რა არის Е 535?



ნატრიუმის ფეროციანიდი - აი, რა არის იგი სინამდვილეში. სწორედ მას ურევენ მარილში, რათა შენახვისას არ გაიკეთოს კოშტები და არ იცვალოს ფერი. მას არ გააჩნია ბიოლოგიურად აქტიური თვისებები და შესაბამისად საკვები ღირებულებები. უამრავმა გამოკვლევამ Е 535 მიაკუთვნა ზომიერად სახიფათო ნივთიერებათა ჯგუფს. თავის მხრივ ნატრიუმის ფეროციანიდი არც ტოქსიკურია და არც საშიში.



თუმცა მისი უვნებლობა მთავდება მაშინ, როდესაც იგი ურთიერთქმედებს კუჭის წვენთან. მჟავებთან რეაქციაში შესვლისას ნატრიუმის ფეროციანიდი იწყებს გახრწნას და ტოქსიკური წყალბადის ციანიდის გამოყოფას, რაც ნეგატიურად ზემოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე.



Е 535-თან ერთად არსებობს Е 536-იც. ეს კალიუმის ფეროციანიდია - მყისიერი მოქმედების შხამი, რომელიც დღესდღეობით დარეგისტრირებულია, როგორც საკვებდანამატი. მისი ამოცანაა, დაიცვას პროდუქტი კოშტების წარმოშობისა და დატკეპნისგან. ვფიქრობ არ ღირს იმის შეხსენება, რომ იგი შხამია. მისი წარმოებისას წარმოიქმნება სხვა დამატებითი ციანიდები და წყალბადციანმჟავა.

Е 535/536 მარილში



თუკი გაინტერესებთ, რომელი მიეკუთვნება საშიში პროდუქტების რიცხვს - აი ისიც. მარილი ამ დანამატებით აფერხებს სისხლის მოძრაობას სხეულში. ამგვარი პროდუქტი არ მოქმედებს მომენტალურად და ყველაზე ერთნაირად. თუმცა შედეგი ერთია. თავიდან ადამიანი ხვდება, რომ რაღაც როგზე ვერ არის. სიცივის შეგრძნება ხელის და ფეხის თითებში - ტოქსიკური მოქმედების პირველი სიმპტომია. ციანიდი უკავშირდება ქსოვილთა ფერმენტებს, რომლების პასუხისმგებელნი არიან უჯრედულ სუნთქვაზე. შედეგად, საწამლავი თრგუნავს ფერმენტების აქტივობას და იწყება უჯრედული შიმშილი.



ამგვარი შედეგების თავიდან ასაცილებლად საჭიროა, ყურადღებით ავარჩიოთ პროდუქტი, წავიკითხოთ შემადგენლობა და არ მოვტყუვდეთ შეფუთვით. ქვეცნობიერ დონეზე ჩვენ ყველა ვირჩევთ უფრო მიმზიდველ კოლოფს, რომელშიც ხშირ შემთხვევაში არის ფხვიერი თეთრი კრისტალები, მავნე დანამატებით.



სამწუხაროდ Е535 და 536 ყოველთვის არ არის აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობაში. ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ მარილის გარეგნულ სახეს. თუ მასში დანამატებია, მაშინ იგი, როგორც წესი, უფრო მუქი ფერისაა. მავნე მარილს გემოთიც გამოარჩევთ, საკვები უფრო მომწარო გემოს გვიტოვებს პირში.

არსებობს კი ნორმალური მარილი? დიახ. ძირითადად იგი არის რუხი ფერის და უშნო შეფუთვაში. ახლავე მოაწყვეთ რევიზია თქვენ კარადაში. თუ აღმოაჩენთ სახიფათო პროდუქტს, მოიშორეთ იგი. ხოლო შემდეგში ცოტა მეტი დრო დაუთმეთ ხარისხიანი პროდუქტის შერჩევას. არ დაგავიწყდეთ, გაუზიაროთ მეგობრებს!