ყველაზე ნოყიერი პიცა-ბურგერი: ხრაშუნა ფუნთუშა, უგემრიელესი ყველი და წვნიანი ხორცი ჭკუიდან გადაგიყვანთ!

ყველაზე ნოყიერი პიცა-ბურგერი: ხრაშუნა ფუნთუშა, უგემრიელესი ყველი და წვნიანი ხორცი ჭკუიდან გადაგიყვანთ!
პიცაა და ბურგერი ყველაზე გავრცელებულიკერძებია თანამედროვე რესტორნებსა და კაფეებში. იტალიური დელიკატესი და ამერიკული ფასტფუდი იპყრობენ მსოფლიოს, არ დავიჯერებთ თუ თქვენ იტყვით, რომ არ გინდებათ ზოგჯერ ეს გემრიელი საჭმელები.


რა მოხდება რომ შევაერთოთ ეს ორი პოპულარული კერძი? ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი, რომელმაც საბედნიეროდ გაამართლა, გაახარა ჩვენი საიტის ,, სო ვკუსომ“ -ის ჯგუფი, სურვილი გვაქვს გაგიზიაროთ ნოყიერი პიცა-ბურგერის რეცეპტი, ამ ინგრედიენტებით თქვენ გამოგივათ 3 სრულფასოვანი გამასპინძლება.


ინგრედიენტები
  • ფქვილი - 500გრ.
  • შაქარი - 1 ჩაის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი - 10 მლ.ლ.
  • მოცარელა - 250გრ.
  • პამიდორი - 1 ც
  • ძეხვი სალიამი - 200გრ
  • ბეკონის ფირფიტები - 200გრ
  • დროჟი - 4გრ.
  • მარილი - 0,5 ჩაის კოვზი
  • წყალი - 250 მლ.ლ.
  • საქონლის ფარში - 500გრ
  • ზეთი - 2 სადილის კოვზი


მომზადების წესი
  1. 500გრ ფქვილში აურიეთ შაქარი, მარილი და მშრალი დროჟი, დაუმატეთ წყალი და ზეითუნის ზეთი. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 1 საათით.
  2. ტაფაში ზეთზე შებრაწეთ ბეკონის ფირფიტები ორივე მხრიდან
  3. ღრმა ჯამში ჩადეთ ფარში დაამატეთ მარილი წიწაკა გემოვნებით და მოურიეთ, ფარშისაგან მოამზადეთ კატლეტები ბურგერებისათვის შებრაწეთ ტაფაში ორივე მხრიდან სანამ არ შეწითლდება.
  4. ცომის გასაშლელ ფიცარზე მოაყარეთ ფქვილი და გაშალეთ ცომი. აიღეთ პატარა ზომის სასალათე მასაც მოაყარეთ ფქვილი ჩადეთ შიგ ცომი ისე რომ სასალათე სრულად დაფაროს. ნაპირები გარეთ უნდა ეკიდოს.
  5. ცომიან სასალათეში მოათავსეთ 40გრ. გახეხილი მოცარელა, 2-3 ბეკონის ფირფიტა, პამიდორის რგოლი და კატლეტი, დააფარეთ სასალათეს ცომის ნაჭერი ისე რომ სასალათე დაფაროს. შეაერთეთ ცომის გვერდები .
  6. აერღუმელის ტაფას გადააფერეთ პერგამენტის ფურცელიამოატრიალეთ სასალათე , ისე რომ ბურგერი გადმოვიდეს, ცომის თავი დასერეთ ჯვრისებურად და მოაყარეთ 20გრ. მოცარელა
  7. ბურგერს ზემოდან დაადეთ 3 ნაჭერი თხელი ძეხვი და შედგით 200 გრადუსზე გაცხელებულ აერღუმელში 10 წუთით

გილოცავთ არაჩვეულებრივი პიცა-ბურგერი მზადაა, სუფრასთან მიიტანეთ თბილ-თბილი . ისიამოვბეთ წელვადი ყველით, ხრაშუნა ფუნთუშით და წვნიანი გულსართით.