ხაჭოს უგემრიელესი ფუნთუშები საფუვრის გარეშე. მარტივი და გემრიელია
გაფრთხილებთ წინასწარ, არ გააკეთოთოთ ეს ფუნთუშები საღამოს, იმ გათვლით რომ მას დილით ჩაიზე მიირთმევთ , არაფერი გამოგივათ, საუზმისათვის არაფერი დაგრჩებათ, იმიტომ რომ უცებ შესანსლავენ .აუცილებელი პირობაა ამ გემრიელობის მოსამზადებლად გამოსასვლელი დღე. დილიდან- რადგან ყველა ოჯახის წევრი სახლშია.
ასევე ერთბაშად მოვამზადებთ ტკბილსა და მარილიან გულსართს ორივე ხაჭოთი იქნება, ძალიან მოსახერხებელია!
ინგრედიენტები
ფქვილი 300 გრ.
სოდა 0,5 ჩაის კოვზი
მარილი გემოვნებით
არაჟანი 4 სადილის კოვზი
კვერცხი 1ც.
კარაქი 50გრ.
შაქარი 100გრ.
ქიშმიში 60გრ
დარიჩინი 1 ჩაის კოვზი
კამა 1 კონა
მწვანე ხახვი 1 კონა
ხაჭო 400გრ.
მომზადების წესი
მოზილეთ ცომი. გაცრილი ფქვილი აურიეთ სოდასთან და მარილთან ერთად, ცალკე ჯამში შეურიეთ 1 კვეერცხი, არაჟანი, 1 სადილის კოვზი შაქარი და დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთშეურიეთ ფქვილი დამოზილეთ ელასტიური ცომი, ჩადეთ ცელოფანში და დადგით.
ხაჭო გაყეთ 2 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ 2 ჯამში. პირველ ნაწილს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, ხახვი და მარილი გემოვნებით, აურიეთ. ხაჭოს მეორე ნაწილს დაუმატეთ ორთქლში დარბილებული ქიშმიში, დარჩენილი შაქარი, დარიჩინი და მოურიეთ.
დაფაზე მოაყარეთ ფქვილი და 2-3 მმ სისქის ცომი გაშალეთ.
ერთ გაშლილ ცომს მოაყარეთ მარილიანი გულსართი, ხოლო მეორეს ტკბილი. კიდეებზე და შუაგულში დატოვეთ ადგილი, გადაახვიეთ ცომი რულეტივით და გაჭერით 2 ნაწილად, დაჭერით რულეტი 5 სმ სისქის ნაჭრებად
გაჭრილი თავით ზემოთ დაალაგეთ რულეტიდან მოჭრილი ნაწილები წაუსვით ათქვეფილი კვერცხი დაგამოაცხეთ 15 20 წუთი
ყველა ნაჭერს ექნება ისეთი გემო რაც დავამატეთ მაგ, მარილიანს შეიძლება დაუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი ან კამა შეცვალოთ რეჰანით. ხოლო ტკბილში შეიძლება დაამატოთ გახეხილი ვაშლი ან რამოდენიმე კოვზი ჯემი. იმედია მოგეწონებათ, გემრიელად მიირთვით