როგორ ამოვიცნოთ ანევრიზმა? ამ სიმპტომების აღმოჩენისას საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედება!
სპეკტაკლის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე, რიგაში, ცნობილმა საბჭოთა მსახიობმა ანდრეი მირონოვმა პირდაპირ სცენაზე დაკარგა გონება. ორი დღის შემდეგ კი, გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. მიზეზი - თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა. მსახიობმა იცოდა თავისი დიაგნოზის შესახებ, თუმცა არ მიუქცევია სერიოზული ყურადღება.
სტატისტიკის მიხედვით, 90%-მა არ იცის რა არის ანევრიზმა და ვერცერთმა გამოკითხულმა ვერ დაასახელა ამ დაავადების სიმპტომები. თუმცა ამის ცოდნას თქვენი სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.
რა არის თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა?
თავის ტვინის სისხლძარღვების ანევრიზმა - ეს არის ერთ-ერთი სისხლძარღვის კედლის მოდუნება. იმის გათვალისწინებით, რომ სისხლძარღვი იფიტება და თხელდება, ორმაგად მატულობს მაღალ წნევაზე მისი გასკდომის ალბათობა. მოხდება სისხლის ჩაქცევა ტვინში, რაც ძირითადად ლეტალური შედეგით მთავდება.
ადამიანების უმრავლესობა ვერც წარმოიდგენს, რომ ცხოვობს ანევრიზმით. ისინი ყოველდღიურად დადიან სამსახურში, დაკავებულები არიან სპორტით და იღებენ გამაყუჩებლებს თავის ტკივილისთვის.
სისხლჩაქცევის სიმპტომები
ყველაზე გავრცელებული სიმპტომია - ძლიერი და მწვავე თავის ტკივილი. ხალხი მას ახასიათებს, როგორც ელვის დარტყმას. მას შეიძლება თან ახლდეს კისრის დაბუჟება, სახის კუნთების სპაზმი, ცალი ქუთუთოს დაშვება, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სისხლძარღვის გასკდომისას ესმით ხმაური, რომელიც გასროლის ხმას ჰგავს.
კრუნჩხვები, კიდურებში სისუსტე, ბუნდოვანი და გაორებული მხედველობა და უკიდურესი დაღლილობაც შეიძლება იყოს ანევრიზმის გასკდომის თანმდევი სიმპტომები.
როგორ მოვიქცეთ ანევრიზმაში დაეჭვების დროს?
თუ რომელიმე თქვენ ახლობელს აქვს მსგავსი სიმპტომები, დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო. ექიმებს შეუძლიათ სისხლჩაქცევით გამოწვეული თავის ქალის შიდა წნევა დაწიონ, თუმცა ესეც ვერ იქნება გამოჯანმრთელების გარანტი. ავადმყოფთა მესამედი საავადმყოფოშივე იღუპება წარმატებული ოპერაციის შემდგომაც კი, კიდევ ერთ მესამედს რჩება სერიოზული დაზიანებები, რამაც შეიძლება დამბლაც გამოიწვიოს. ხოლო დანარჩენები ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან.
პროფილაქტიკა
დღესდღეობით ანევრიზმას პროფილაქტიკა არ არსებობს. ამიტომ, ამ დიაგნოზის მქონე პაციენტებმა გამუდმებით უნდა აკონტროლონ წნევა, დაემშვიდობონ მავნე ჩვევებს და რეგულარულად ჩაიტარონ გამოკვლევები.
მნიშნელოვანია: ჩვენ გვერდზე წარმოდგენილი ინფორმაცია, მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათისაა და ვერ შეგიცვლით ექიმთან კონსულტაციას. ჯანმრთელობის პრობლემების აღმოჩენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს.