თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმის სიმპტომები, ნუ უგულვებელყოფთ!
ანევრიზმა სისხლძარღვის გამობერილი ადგილია, რომელიც სწრაფად იზრდება და ივსება სისხლით. თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა, რაც მეტად იზრდება, მით მეტად აწვება გარშემო არსებულ ქსოვილებსა და ნერვებს. განსაკუთრებით საშიშია ანევრიზმის გახეთქვა, რის შედეგადაც სისხლი ტვინის ქსოვილში იღვრება.
თავის ტვინის ანევრიზმა შეიძლება გამოწვეული იყოს:
თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის.
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტად 30 -დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი. ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა ), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზმის ზომა. განასხვავებენ: მცირე ( დიამეტრი - 11 მმ - ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11 -25 მმ ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ - ზე მეტი) ანევრიზმებს.
რა შეიძლება მოჰყვეს ანევრიზმის გახეთქვას?
ანევრიზმის გახეთქვას მოსდევს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, რაც მძიმე გართულებას - ჰემორაგიულ ინსულტს, ნერვული სისტემის დაზიანებას და სიკვდილსაც კი იწვევს. პირველი გახეთქვის შემდეგ ანევრიზმა შესაძლოა მეორედაც გასკდეს. ასევე შესაძლოა, განვითარდეს სხვა, ახალი ანევრიზმა. თავის ტვინში ანევრიზმის გახეთქვას უმეტესად მოჰყვება სუბარაქნომიდული სისხლჩაქცევა, ანუ სისხლის ჩაქცევა ღრუში, რომელიც თავის ტვინისა და ქალას შორის მდებარეობს. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის საშიში შედეგია ჰიდროცეფალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავზურგტვინის სითხის ( ლიქვორის ) დაგროვება ტვინის პარკუჭში. ჭარბად დაგროვილი ლიქვორი აწვება თავის ტვინს. კიდევ ერთი გართულებაა ვაზოსპაზმი - ამ დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ზღუდავს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უბნების სისხლით მომარაგებას, სისხლის დეფიციტი კი ინსულტს ან ქსოვილოვან დაზიანებებს იწვევს.
სიმპტომები
სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის. დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:

- სისხლძარღვთა კედლის თანდაყოლილი პათოლოგიით;
- ზოგიერთი გენეტიკური დარღვევით (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები, თირკმელთა პოლიკისტოზი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა -
- არტერიებისა და ვენების პათოლოგიური დატოტიანება, რაც სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს );
- თავის ტრავმით, ჭრილობით;
- მაღალი არტერიული წნევით;
- ინფექციით;
- სიმსივნით (უპირატესად - თავისა და კისრის პირველადი ან მეტასტაზური ფომებით);
- ათეროსკლეროზით;
- თამბაქოსა და ნარკოტიკების (უპირატესად -კოკაინის) მოხმარებით.
თავის ტვინში ანევრიზმა ნებისმიერ ადგილას შეიძლება წარმოიშვას, მაგრამ უმეტესად მდებარეობს არტერიის განტოტვის ადგილას, ტვინის ქვედა ზედაპირსა და ქალას ფუძეს შორის.
თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, თუმცა მოზრდილებში უფრო ხშირად აღირიცხება, ვიდრე ბავშვებში, ქალებში უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებში. ანევრიზმის გახეთქვის ალბათობა მისი ნებისმიერი ფორმის დროს ერთნაირია, თუმცა, სტატისტიკის მიხედვით, უფრო მეტად 30 -დან 60 წლამდე ასაკის პაციენტებშია მოსალოდნელი. ანევრიზმის გახეთქვას ხელს უწყობს ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა ), ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება, ნარკოტიკებისა და თამბაქოს მოხმარება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია თვით ანევრიზმის ზომა. განასხვავებენ: მცირე ( დიამეტრი - 11 მმ - ზე ნაკლები), საშუალო ზომის (დიამეტრი - 11 -25 მმ ) და გიგანტურ (დიამეტრი - 25 მმ - ზე მეტი) ანევრიზმებს.
რა შეიძლება მოჰყვეს ანევრიზმის გახეთქვას?
ანევრიზმის გახეთქვას მოსდევს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევა, რაც მძიმე გართულებას - ჰემორაგიულ ინსულტს, ნერვული სისტემის დაზიანებას და სიკვდილსაც კი იწვევს. პირველი გახეთქვის შემდეგ ანევრიზმა შესაძლოა მეორედაც გასკდეს. ასევე შესაძლოა, განვითარდეს სხვა, ახალი ანევრიზმა. თავის ტვინში ანევრიზმის გახეთქვას უმეტესად მოჰყვება სუბარაქნომიდული სისხლჩაქცევა, ანუ სისხლის ჩაქცევა ღრუში, რომელიც თავის ტვინისა და ქალას შორის მდებარეობს. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის საშიში შედეგია ჰიდროცეფალია, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავზურგტვინის სითხის ( ლიქვორის ) დაგროვება ტვინის პარკუჭში. ჭარბად დაგროვილი ლიქვორი აწვება თავის ტვინს. კიდევ ერთი გართულებაა ვაზოსპაზმი - ამ დროს სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ზღუდავს თავის ტვინის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უბნების სისხლით მომარაგებას, სისხლის დეფიციტი კი ინსულტს ან ქსოვილოვან დაზიანებებს იწვევს.
სიმპტომები
სანამ ანევრიზმა მეტისმეტად არ გაიზრდება ან არ გასკდება, ადამიანი უმეტესად არაფერს უჩივის. დიდი ზომის ანევრიზმა აწვება ტვინის ქსოვილებსა და ნერვებს, ამიტომ მოსალოდნელია:
- თვალების მიდამოს ტკივილი, დაბუჟება, სისუსტე ან სახის ერთი ნაწილის დამბლა;
- გუგების გაფართოება;
- მხედველობის დაბინდვა.
ანევრიზმის გახეთქვის დროს ადამიანი შეიგრძნობს უეცარ და ძალიან ძლიერ თავის ტკივილს, მხედველობის გაორებას, პირღებინებას, გულისრევას, კეფის არეში დაჭიმულობას. შესაძლოა, გონიც დაკარგოს. ზოგჯერ ანევრიზმის გასკდომას წინ უძღვის გამაფრთხილებელი თავის ტკივილი, რომელიც გრძელდება რამდენიმე დღე ან კვირა, სინათლის მიმართ ზემგრძნობელობა, ფსიქიკური ცვლილებები - საფრთხის მოახლოების შიში, შესაძლოა კრუნჩხვაც კი. - თუ გაწუხებთ მწვავე თავის ტკივილი, მეტადრე - თუ ის შერწყმულია ჩამოთვლილ ნიშნებთან, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.