ეს ინფორმაცია ბევრს დაეხმარა ამ მძიმე დაავადების დროულ დიაგნოსტიკაში!

ეს ინფორმაცია ბევრს დაეხმარა  ამ მძიმე დაავადების დროულ დიაგნოსტიკაში!
მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს მოსახლეობის თითქმის მეოთხედს და სულ უფრო მეტ ადამიანს უდგინდება გაღეზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი.

ამას ხშირად აწყდებიან ქალები და ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ სტრესებთან, ნერვებთან და შიშებთან.

ეს პირობა ჩართულია ეგრეთ წოდებულ "საკვების გადამმუშავებელი სისტემის ფუნქციონალურ დარღვევებში", რომელთა შორის შეიძლება ვახსენოთ ყაბზობა (კუჭში შეკრულობა) ან დისპეფსია.

მსხვილ ნაწლავში პრობლემები უჩნდებათ ახალგაზრდა ადამიანებს (45 წლამდე). ყოველდღიურმა ჩვევებმა შეიძლება გააუმჯობესონ სიტუაცია ან გააუარესონ იგი. მაგალითად, ხორცის, ცხიმების და ტკბილი სასმელების მოხმარება აუარესებს სიტუაციას.

ასევე არ არის რეკომენდირებული თხევადი რძის პროდუქტებისა და ციტრუსების ჭარბად მოხმარება.

შეიძლება ითქვას, რომ გაზების გამომწვევი ისეთი პროდუქტები, როგორიცაა კომბოსტო ან ლობიო, უნდა იქნან ამოღებული რეცეპტებიდან.

სამაგიეროდ რეკომენდირებულია ბოჭკოებითა და ცილებით გაჯერებული პროდუქტები.

ჯანსაღი კვების კარგ მაგალითს წარმოადგენს ხმელთაშუაზღვისპირეთი, სადაც საკვებში მრავლად არის თევზი, ზეითუნის ზეთი და ტომატი.

ასევე აუცილებელია დღეში არა ნაკლებ 2 ლიტრი წყლის მიღება, რაც შეამცირებს კუჭ-ნაწლავის გაღიზიანებას, გააადვილებს საკვების გადაადგილებას და მოხსნის ყაბზობას.

რათქმაუნდა, რეგულარული ვარჯიშები აუცილებელია კუჭ-ნაწლავის აქტივობის გასაუმჯობესებლად და სტრესების ან შფოთვების შესამცირებლად.

ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმაც ასევე შეიძლება შეცვალონ სიმარდე ან საკვების მომნელებელის მგრძნობიარობა. ამრიგად, კუჭ-ნაწლავის პრობლემებს ვაწყდებით ხშირად, თუ განვიცდით სტრესს, ნერვიულობას, შფოთვას და ა.შ.

მსხვილ ნაწლავში პრობლემების სხვა მიზეზებს განეკუთვნებიან:
  1. მწვავე გასტროენტერითი
  2. საკვების აუტანლობა
  3. გენეტიკური ფაქტორები
  4. ჰორმონალური ცვლილებები


ბევრჯერ ყოფილა, რომ ეს ნიშნები დაგვიკავშირებია ისეთ მდგომარეობებთან, როგორებიცაა, მაგალითად, კუჭის აშლილობა, ჭარბი კვება ან ქაოტური ყოველდღიური ცხოვრება.

არადა ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, როდესაც სიმპტომები თავს იჩენენ კვირაში ერთჯერ მეტად და ხდებიან ჩვეულებრივ წესებად, და არა გამონაკლისებად!

მსხვილ ნაწლავში პრობლემების სიმპტომები:
  1. ტკივილი მუცელში იწყება მსუბუქად, შემდეგ კი ინტენსივობა იზრდება (ჯერ ზომიერი, ხოლო შემდეგ ძლიერი)
  2. ამ სიმპტომის ხანგძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 საათს ან ნაკლებს და შემსუბუქდება დეფეკაციის მეშვეობით
  3. ტკივილის დაწყება ემთხვევა აბაზანაში წასვლის სურვილს, ამასთან იცვლება დალექვის სიხშირე ან იცვლება განავალის კონსისტენცია (სიმკვრივე)
  4. ცვლილებები კუჭის რითმში. ეს შეიძლება გამოვლინდეს დიარეას ან შეკრულობის სახით, ან მათი კომბინაციის სახით. გარდა ამისა, ადგილი აქვს მუცლის ღრუს გაჭიმვას და გაზის დიდ რაოდენობას. ასეთი ცვლილებების შედეგად ადამიანს შეიძლება დაეუფლოს არასრული ევაკუაციის შეგრძნება ან ადგილი ჰქონდეს ლორწოს არსებობას განავალში
  5. პრობლემები საჭმლის მონელებასთან დაკავშირებით. ხშირი გულისრევა და რწყევა შეიძლება წარმოადგენდნენ მსხვილ ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემების ნიშნებს
  6. კიდევ ერთ ყურადსაღებ სიმპტომს წარმოადგენს ჭამის შემდეგ არასაკმარისი მაძღრობა


მსხვილ ნაწლავში პრობლემების განკურნვა შესაძლებელია კარგი კვებით და სტრესების შემცირებით. ამასთან უნდა გამოვრიცხოთ უფრო სერიოზული დაავადება - კიბო.

მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომები:
  1. მუცლის კრუნჩხვები. ისინი ხშირად გვხდებიან ჭამის შემდეგ
  2. მუდმივი დაღლილობა. იმისდა მიუხედავად, თუ რამდენი საათი გვძინავს ან რა მოქმედებებს ვახორციელებთ, ყოველთვის ვგრძობთ მოდუნებულობას, მძინარობას და ძალების წართმევას
  3. წონის აუხსნელი კლება. თუ დიეტაზე არ ზიხართ ან არ შეცვალეთ საკვების მიღების ჩვევები, და მაინც კლებულობთ წონაში, მაშინ უნდა გაესინჯოთ ექიმთან
  4. 6 თვეში წონის არანაკლებ 5%-ით დაკლება. კიბოს უჯრედები იყენებენ დაგრობილ ცხიმს განვითარებისათვის, ამასთან იმუნური სისტემა წვავს ჩვეულებრივზე მეტ კალორიას
  5. ცვლილებები განავალში. სისხლის გაჩენა და განავალის ფერის, გარეგანი იერისა და ზომის შეცვლა ის სიგნალია, რომ აღარ შეიძლება მდგომარეობის უგულებელყოფა.