ეს ის ხალხური რეცეპტებია, რომლითაც ჩემი შვილიშვილი პარაზიტებისგან განვკურნე
გაგონილი მქონდა, რომ ხალხური საშუალებებით ზოგიერთი ჭიის მოცილება შეიძლებოდა, მაგრამ ზუსტი რეცეპტი არ ვიცოდი. როცა ჩემი შვილიშვილი მახვილათი დაავადდა, პარაზიტების მოსაცილებელი ხალხური საშუალებებით განსაკუთრებით დავინტერესდი და რამდენიმე საინტერესო რეცეპტსაც მივაგენი.
- მახვილა ჭიის საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალება ყოფილა რძიანი ნივრის ოყნა - 1 ჩაის ჭიქა რძეში უნდა ჩააგდოთ 1 თავი გარჩეული ნიორი, დარბილებამდე ხარშოთ, გადაწუროთ, გააცივოთ და ბავშვს ნახევარი ჭიქის ოყნა გაუკეთოთ. მოზრდილებს მთლიანი ულუფა უკეთდებათ. პროფილაქტიკისთვის შეიძლება ნივრის ოყნა გაიმეოროთ ერთი კვირის შემდეგ.
- მახვილა ჭიას ბროწეულის ქერქის დახმარებითაც გამოდევნით: ერთი ბროწეულის ქერქს უნდა დაასხათ 150 მლ მდუღარე წყალი, ნაყენი გაყოთ 3 ულუფად და მიიღოთ მშიერ კუჭზე, 30 წუთის განმავლობაში. 3 - 4 საათის შემდეგ საჭიროა საფაღარათო საშუალების მიღება, რაც პარაზიტის გამოდევნას გაადვილებს.
შედარებით დიდი პარაზიტების გამოდევნა ასე შეიძლება: - უნდა აიღოთ 100 გრამი გოგრის გული, გაატაროთ ხორცსაკეპში და დაუმატოთ 50 გრამი თაფლი. უნდა მიიღოთ თითო სუფრის კოვზი უზმოზე 10 - 14 დღის განმავლობაში. ბოლო დღეს ნარევს 1 საათის შემდეგ უნდა დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე, რომელშიც წინასწარ უნდა მოხარშოთ 1 თავი გარჩეული ნიორი, 30 წუთის შემდეგ კი მიიღოთ ძლიერი საფაღარათო საშუალება, მაგალითად, ინგლისური მარილი. კიდევ 1 საათის შემდეგ კი საჭიროა გვირილის ყვავილის ნაყენის თბილი ოყნა.