პარაზიტ ასკარიდას ამ შინაურული რეცეპტებით მოერევით
მინდა გასწავლოთ არაჩვეულებრივი საშუალება, რომელიც ასკარიდასგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. რვა შვილიშვილი მყავს, ასე რომ, ხუთი თითივით ვიცნობ ამ საძაგელ პარაზიტს.
- აიღეთ ნახევარი ბროწეული ქერქიან -ძგიდიანად და გაყავით ორად. ნახევარს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 5 წუთი და 2 საათი გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში. მიღებული ნაყენი ასვით ბავშვს დღეში 3-4-ჯერ, რამდენიმე ყლუპი ( ეს ერთი დღის ულუფაა). 4 ფინჯანი ნაყენი საკმარისია, რომ ჭია გაქრეს. კარგი იქნება, თუ პარალელურად ბავშვს 3-4 ოყნასაც გაუკეთებთ - ეს ასკარიდას მოსპობას დააჩქარებს. იყიდეთ აფთიაქში ასფურცელას ფხვნილი, დაასხით 2 სუფრის კოვზი რძე, ჩაამატეთ რამდენიმე კბილი ნიორი, თავზე დაახურეთ და ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გაფილტრეთ და თბილ-თბილი ნაყენით ბავშვს ოყნა გაუკეთეთ. საჭიროა დღეში ერთი პროცედურა.
- ასვით ბავშვს დღეში ერთი სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი სრულ განკურნებამდე. კარგი იქნება, თუ პარალელურად პატარა უმ სტაფილოსაც შეჭამს. ეცადეთ, ბავშვს მსხალი კურკიანად აჭამოთ.
- თუ ბავშვის დაყოლიებას მოახერხებთ, ძალიან სასარგებლოა მჟავე კომბოსტოს მარილწყალიც. 0,5 ჭიქა ჭამამდე 30 წუთით ადრე უნდა დაალევინოთ. შეგიძლიათ მისცეთ უზმოზე მჟაუნას რამდენიმე ფოთოლიც.
მე ეს რეცეპტები არაერთხელ გამოვიყენე და მინდა, სხვა ბებიებმაც იცოდნენ, როგორ იხსნან შვილიშვილები ჭიებისგან.