მეგობარმა საკვერცხეების ფუნქციის მასტიმულირებელი ხალხური საშუალებები მასწავლა.
30 წლისა გავთხოვდი. ქალიშვილობაში არაფერს ვუჩიოდი, გათხოვების შემდეგ კი რა დამემართა, არ ვიცი, თითქოს ერთიანად მოვიშალე, ყველაფერი ამტკივდა. ისე გავიზარდე წამალი რა იყო, არ ვიცოდი, ოჯახის შექმნის შემდეგ კი თვე არ გავიდოდა, რომელიმე სპეციალისტის კაბინეტის კართან არ ავტუზულიყავი. ბავშვიც არა და არ ამყვა. არადა, ჩემს ასაკში დრო, მოგეხსენებათ, უფრო სწრაფად გადის... ცოტა ხანს ვაცადე და თავს სასიკეთო რომ ვერაფერი შევატყვე, გინეკოლოგს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ საკვერცხეების ფუნქცია მქონდა დაქვეითებული, რაც ჰორმონალურ მოშლილობას იწვევდა და ბავშვიც ამიტომ არ მიჩნდებოდა.
ექიმმა წამლები დამინიშნა, მაგრამ მეორე მისვლისას შევატყვე, რომ შედეგით უკმაყოფილო ჩანდა. შინ დადარდიანებული დავბრუნდი, ქმარსა და დედამთილს ვერაფერი ვუთხარი და გულის გადასაყოლებლად მეგობარს მივაშურე. როცა ჩემი გულისტკივილი შევჩივლე, მითხრა, ეგ არაფერი, ისეთ რამეს გასწავლი, წამლების მოქმედება რომ გააძლიეროსო და საკვერცხეების ფუნქციის მასტიმულირებელი ხალხური საშუალებები მასწავლა.

- დასუსტებული საკვერცხეებისთვის ძალიან კარგი ყოფილა გოგრა, ყველაზე სასარგებლო კი თურმე უმი გოგრის წვენია, რომელიც დღეში 3 - ჯერ, თითო ჩაის ჭიქა უნდა მივიღოთ.
ასევე ძალიან კარგია:
ალოეს წვენი - 1 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე; - ასკილი და შავი მოცხარი - უნდა ავიღოთ მათი თანაბარი რაოდენობის ნაყოფი, 20 გრამ ნარევს დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი და გემოვნებით დავუმატოთ შაქარი. ძალზე სასიამოვნო დასალევია. უნდა მივიღოთ ნახევარ - ნახევარი ჭიქა დღეში 3 -4-ჯერ;
- გვირილის, კრაზანას, ფარსმანდუკისა და ქრისტესისხლას ნარევი - უნდა ავიღოთ ეს მცენარეები თანაბარი რაოდენობით, 1 სუფრის კოვზს დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ვადუღოთ 10 წუთს. დავლიოთ თითო ჩაის ჭიქა დღეში 3 - ჯერ, ჭამის წინ.
საკვერცხეების ანთებისას შესანიშნავია გვირილის ყვავილის ნაყენით გამორეცხვა. - 1,5 სადილის კოვზ მშრალ ყვავილს უნდა დავასხათ 1 ჭიქა მდუღარე წყალი. შევფუთოთ, დავდგათ 20 წუთით, გავწუროთ. გამორეცხვები უნდა ჩატარდეს ვაგინალური ოყნით. ნაყენის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 - 37 გრადუსს.