მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ხალხური საშუალებებით რეაბილიტაციის პერიოდში.
მიოკარდიუმის ინფარქტის მკურნალობა ხალხური საშუალებებით რეაბილიტაციის პერიოდში ( ინფარქტის გადატანის შემდეგ). ქვემოთ მოყვანილი საშუალებების მიღება რეკომენდებულია ინფარქტის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში:
- გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში 1 კგ შტოში და 200 გრ ნიორი, დაამატეთ 100 გრ თაფლი, აურიეთ და გააჩერეთ 3 დღე. მიიღეთ საჩაროზე კოვზით დღეში 2 - ჯერ, ჭამამდე.
- ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობით ახალგამოწურული ხახვის წვენი და თაფლი. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი დღეში 2 - 3 - ჯერ.
- 2 - 3 თავ დაკეპილ ხახვს დაასხით 300 მლ თბილი გადადუღებული წყალი, გააჩერეთ 7 - 8 საათი და გაფილტრეთ. მიიღეთ 0,5 ჭიქა ჭამის წინ.
- ერთმანეთში აურიეთ 1 კგ შავნაყოფიანი ცირცელი და 2 კგ თაფლი. მიიღეთ დღეში 1 სუფრის კოვზი.
- ღეჭეთ ლიმონის ცედრა, ის მდიდარია ეთერზეთებით და აუმჯობესებს გულის მუშაობას.
- ვაშლი ხელს უწყობს ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას, ამაგრებს სისხლძარღვთა კედლებს.
- მიირთვით დღეში 100 - 150 გრ კურაგა.
- მიირთვით დღეში თითო სუფრის კოვზი თაფლი. შეგიძლიათ, გახსნათ 1 ჭიქა თბილ წყალში ან მიაყოლოთ ხილს. თაფლი უხდება გულის კუნთს, აფართოებს გულის მკვებავ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
- დაჩეჩქეთ 100 გრ ნიგოზი, აურიეთ 2 სუფრის კოვზ თაფლში და მიირთვით დღის განმავლობაში 3 ულუფად. ნიგოზი შეიცავს მაგნიუმს ( აქვს სისხლძარღვების გამაფართოებელი და შარდმდენი თვისებები ), კალიუმს ( ორგანიზმიდან გამოაქვს ნატრიუმი ), რკინას, სპილენძს, კობალტს, თუთიას და B12 ვიტამინს, რომელიც აუცილებელია ერითროციტების წარმოქმნისთვის.