უგემრიელესი ''პამპუშკები'' ბორშისათვის სულ რაღაც 20 წუთში. მათ გარეშე სადილი ვეღარ წარმომიდგენია
ბორშისათვის მისატანებელი უნაზესი ,,პამპუშკები“, ფუნთუშები, სულ რაღაც 20 წუთში! ვერ წარმომიდგენია ჩემი სადილი მათ გარეშე. სადილზე-ბორშზე გემრიელი ალბათ არაფერია, გთავაზობთ ნიორიანი ფუნთუშების რეცეპტს , რომელზედაც დაგეხარჯებათ სულ 20 წუთი, ეს არის პურის საუკეთესო შემცვლელი, გამოვიყენებთ დროჟიან უკვერცხო ცომ,ს მასთან ძალიან ადვილია მუშაობა, შედეგი კი ყველას ახარებს.
ნივრიანი ფუნთუშები( პამპუშკები) ბორშისათვის
ინგრედიენტები ცომისათვის
მომზადების წესი
ნივრიანი ფუნთუშები( პამპუშკები) ბორშისათვის
ინგრედიენტები ცომისათვის
- 1 ჭიქა თბილი წყალი
- 1 სადილის კოვზი შაქარი
- 3 სადილის კოვზი ზეთი
- მწიკვით მარილი
- 1 პაკეტი მშრალი დროჟი
- 3 ჭიქა ფქვილი
- ინგრედიენტები საკმაზისათვის
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 2 სადილის კოვზი ზეთი
- 3 კბილი ნიორი
- 50მლ.ლ ცივი წყალი
- 0,5 კონა კამა
მომზადების წესი
- გაცერით ფქვილი, ჯამში -აურიეთ ერთმანეთში წყალი, ცხიმი, შაქარი, მარილი დროჟი, ფქვილი და მოზილეთ მკვრივი კონსტიტენციის ცომი.
- გაახურეთ აერღუმელი 180 გრადუსზე
- დაამრგვალეთ ცომისაგან პატარა ბურთულები დაალაგეთ ცხიმმოსმულ ტაფაზე დაახლოებით 1ცმ. დაშორებით დადგით ცომი თბილ ადგილას 5 წუთით
- ამ დროისათვის მოამზადეთ საკაზმი: გახეხეთ ნიორი, გაუკეთეთ მარილი, წყალი და ზეთი დააბლენდერეთ, მიღებულ ნარევს დაუმატეთ კამა ან სურვილისამებრ სხვა მწვანილიც აურიეთ.
- შედგით აერღუმელში ცომი და გამოაცხეთ დაახლოებით 15 ჭუთი
- გადმოიღეთ მზა ფუნთუშები და მოასხურეთ მას ნიორიანი საკმაზი, ფუნთუშა შეიწოვს სითხეს და მას ექნება არაცვეულებრივი გემო.
გააცივეთ და გემრიელად მიირთვით!