ჩაილაგეთ ჩემოდნები: მსოფლიოს 5 ულამაზესი ქალაქი მზად არის დააფინანსოს თქვენი გადასვა

ჩაილაგეთ ჩემოდნები: მსოფლიოს 5 ულამაზესი ქალაქი მზად არის დააფინანსოს თქვენი გადასვა
დედამიწის თვალწარმტაც კუთხეებში ადგილობრივი ხელისუფალნი სთავაზობენ მატერიალურ მხარდაჭერას ყველას, ვინც კი განიძრახავს იქ დასახლებას. არ არის ეს საბაბი იფიქროთ გარემოს შეცვლაზე? თუნდაც ერთი-ორი წლით მაინც.

1. აშშ: ალიასკის ყველა ქალაქი



გიოცნებიათ ერთხელ და სამუდამოდ დაგევიწყათ ზაფხულის სიცხე და გაოფლილი მგზავრებით გავსებული ავტობუსები? თუ ასეა, ალიასკა გელით თქვენ. დათოვლილი ტყეების მკაცრი სილამაზე, მთელი წელი ახალი თევზი და მეზობლობა დათვებთან - ასეთი ცხოვრება არც თუ ძლიერ განსხვავდება სხვა ცივი რეგიონების პირობებისგან. ამის გარდა, ხელისუფლება სიამოვნებით უხდის იქ ცხოვრების მოსურნე ახალჩამოსულებს. ამასთან, თითოეულს უნარის მიხედვით: გადასახდელი თანხის მოცულობა დამოკიდებულია მუშაობის გამოცდილებაზე და განათლებაზე. სხვათაშორის, განათლებაზე. იქ 25000 დოლარის ოდენობის სწავლების გრანტის მოგებაც შეიძლება. მაცდურად ჟღერს, არა?

2. აშშ: ნიაგარა-ფოლსი



თუ თქვენ მიდრეკილება გაქვთ წყლის უზარმაზარი მასივების მიმართ და ყოველთვის ოცნებობდით ნიაგარას ჩანჩქერის ნახვას, მაშინ ეს ახალი ამბავი სათქვენოა: ბუნების ცნობილ შედევრთან მდებარე ქალაქის ხელისუფლება 7 ათას დოლარს სთავაზობს ახალგაზრდა სპეციალისტებს. მხოლოდ ერთი პირობაა - 2 წელი პატიოსნად უნდა წაიმუშავო ერთ-ერთ ადგილობრივ საწარმოში.

3. იაპონია: მისიმა



არასდროს არ გიოცნებიათ გეცხოვრათ ამერიკაში? იაპონიაზე როგორ ხართ? მაგალითად, პატარა, მაგრამ ძალზედ წარმტაცი იაპონური სოფელი მისიმა სთავაზობს 100 ათას იენს (დაახლოებით 900 აშშ-ის დოლარი) იქ ჩასახლებაზე პლიუს ყოველთვიურ შემწეობას იქ ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში. მაგრამ, ეს კიდევ არაფერი. იქ ჩასახლების მსურველები მიიღებენ უჩვეულო წახალისებას....ძროხის სახით! ასე რომ, რძეზე, ყველზე და ხაჭოზე დაზოგვა შეიძლება. ეს სწორედ მისწრებაა იმათთვის, ვისაც სურს მსვიდობიანი სოფლური ცხოვრება და მოშორდეს დიდი ქალაქის აურზაურს.

4. ნიდერლანდები: უტრეხტი



თუ გიყვართ ტიტები, კარგი ყველი და სტერეოტიპები, მაშინ ერთი-ორი წლით ნიდერლანდებში გადასვლის პერსპექტივა ძალზედ მაცდურია. დაწყება კი ღირს შედარებით დიდი ქალაქით - უტრეხტით. აქ 334000 მცხოვრებია, მრავლად არის ლამაზი არქიტექტურა, არც თუ ურიგო საფეხბურთო კლუბი და გადასვლის მსურველისთვის სასიამოვნო ბონუსი ათასი დოლარის სახით.

5. იტალია: კანდელა



იტალიის აღმოსავლეთში ფოჯას სანაპირო პროვინციის კომუნა შეიძლება თითოეულისთვის იქცეს სამოთხის პირად ადგილად. თავად განსაჯეთ: თქვენს განკარგულებაში იქნება მთები, ზღვასთან სიახლოვე, ანკარა ჰაერი, თეთრი ქვისგან ნაგები მშვენიერი სახლები დიდი ტერასებით და მეზობლების სიმცირე (სხვაგვარად როგორ იქნება 3000-ზე ნაკლები მოსახლეობის პირობაზე?). ყოველივე, რაც კი მოითხოვება, ეს არის იქ გადასვლა, საცხოვრებელი ფართის დაქირავება და სამუშაოზე მოწყობა 7500 ევროს წლიური (!) ხელფასით. უფრო მეტიც, ხელისუფლება თავად არის მზად გაიღოს ფული ახალჩამოსახლებულებზე. ყოველი მათგანი მიიღებს დაახლოებით 800 ევროს ხარჯებზე, წყვილი მიიღებს 1200 ევროს, ხოლო ოჯახი -2000 ევროს. არც თუ ურიგო იდეაა, ხომ?