ბოსტნეულის კოქტეილები, რომლებიც თქვენს სახეს არაჩვეულებრივ ფერს მისცემს
რამდენიმე ათეული წელია, მივდევ კოსმეტოლოგიას და იმ დასკვნამდე მივედი, რომ ჩვენი ქალების უმრავლესობამ არ იცის, როგორ მოაუაროს სახის კანს. მაგალითად, ბევრს მიაჩნია, რომ პირისკანის მოსავლელად საკმარისია კრემები, ნიღბები და ხარისხიანი კოსმეტიკა. დიახ, კანს, რა თქმა უნდა, სჭირდება ნიღბებიც, კრემებიც, მაგრამ არანაკლები მნიშვნელობა აქვს კვებას. გაზაფხულობით ორგანიზმი ყველაზე მეტად არის გამოფიტული. კოქტეილები, რომელთა რეცეპტებსაც ქვემოთ გთავაზობთ, თქვენს სახეს არაჩვეულებრივ ფერს მისცემს.
კიტრის კოქტეილი
ერთმანეთს შეურიეთ 100 გრამი კიტრის წვენი, 100 გრამი სტაფილოს წვენი, 50 გრამი ნაიხურის წვენი.
ნიახურის კოქტეილი
აიღეთ 50 გრამი ნიახურის წვენი, დაასხით 100 გრამი რძე, დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ლიმონის წვენი.
პომიდვრის კოქტეილი
აიღეთ 150 გრამი პომიდვრის და 1 სუფრის კოვზი ნიახურის წვენი, დაუმატეთ 50 გრამი ლიმონის წვენი.
ვაშლის კოქტეილი
აიღეთ 200 გრამი ვაშლის წვენი, დაამატეთ 1 ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი.
სტაფილოს კოქტეილი
აიღეთ 200 გრამი სტაფილოს წვენი, დაამატეთ ნახევარი ფორთოხლისა და მეოთხელი ლიმონის წვენი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და ნახევარი ჭიქა კეფირი ან მაწონი.
კოქტეილს ბოლომდე ნუ დალევთ, ცოტაოდენი მოიტოვეთ და ბამბის ტამპონით სახეზე წაისვით.