აუცილებლად შეიტანეთ გოგრა თქვენს ყოველდღიურ რაციონში!
გოგრა უნიკალური მცენარეა.ჩვენ რომ ვიცოდეთ,რამდენად სასარგებლოა ეს პროდუქტი, აუცილებლად შევიტანდით ყოველდღიურ რაციონში.ის საუცხოოა წნევისა და კუჭის დაავადებების სამკურნალოდ:
ინგრედიენტები:
მომზადების და გამოყენების წესი:
1კგ გოგრა და 2 ცალი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად აურიეთ 1კგ შაქარი.ნარევი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და შედგით მაცივარში. მიიღეთ 3-ჯერ დღეში, ჭამის წინ თითო სუფრის კოვზი.
თანდათან წნევა მოგიწესრიგდებათ, ღვიძლის მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, კუჭი კი აღიდგენს ლორწოვან გარსს. შეგიძლიათ შაქრის მაგივრად თაფლი გამოიყენოთ. ეს წამალი რეკომენდებულია ყველა ზრდასრული ადამიანისთვის.
ექიმის კომენტარი:
გოგრა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა. საქართველოს ყველა კუთხეში ფართოდაა გავრცელებული. გოგრის თესლი მდიდარია ლინოლის,პალმიტინის და სტეარინის მჟავებით,აგრეთვე, C და B ჯგუფის ვიტამინებით, კაროტინოიდებით, ორგანული მჟავებით. გოგრის რბილობი შეიცავს შაქრებს,ასკორბინის მჟავას, კაროტინს, ნიკოტინის მჟავას,კაროტინოიდებს,კალიუმს.
გოგრის თესლს აქვს ჭიების საწინააღმდეგო,რბილობს კი - შარდმდენი, ნაღველმდენი და საფაღარათო მოქმედება. მასში შემავალი ბუნებრივი კალიუმი კი უზრუნველყოფს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესებას.
რეცეპტის მეორე კომპონენტი-ლიმონი, ასევე მდიდარია C ვიტამინით და ორგანული მჟავებით. ხალხურ მედიცინაში მას იყენებ კუჭ-ნაწლავის,შარდ- კენჭოვანი დაავადებების, პოდაგრის, მინერალური ცვლის დარღვევის, ანგინის, ფარინგიტის, სოკოვანო დაავადებების სამკურნალოდ. კოსმეტოლოგიაში - ჭორფლის, პიგმენტების მოსაშორებლად.რაც შეეხება მკითხველის რეცეპტს, ამ შემთხვევაში ლიმონი სისხლის რეოლოგიური თვისებების გასაუმჯობესებლადაა განკუთვნილი.
ინგრედიენტები:
- 1კგ გოგრა
- 2 ცალი ლიმონი
- 1 კგ შაქარი