ღორის ხორცი, რომელიც 30 წუთში მომზადდება. საოცარი ტექნოლოგიის რეცეპტი...

ღორის ხორცი, რომელიც 30 წუთში მომზადდება. საოცარი ტექნოლოგიის რეცეპტი...
ჩვენ დაჩვეულები ვართ რომ ღორის ხორცი აერღუმელში დიდხანს იწვება. საჭიროა მომენტის დაჭერა იმისათვის, რომ ხორცი არ გამოშრეს და რეზინისებური არ გახდეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ როგორ უნდა მოვამზადოთ იგი.


ავიღოთ ღორის ხორცის ნაზი ნაჭერი, და დავიწყოთ შეწვა, ამ ჯერზე ხორცი გამოგვივა ნამდვილად ტკბილი, რადგან თაფლის გარეშე რსცეპტი არ იქნება სრულყოფილი მომზადების საიდუმლო მდგომარეობს მაღალ ტემპერატურაში. ღორის ხორცს მუდმივად უნდა მოვასხათ თაფლის არომატული სოუსი, იმისათვის რომ ხორცი არ გამოშრეს. პირდაპირ ახალი რეცეპტისაკენ, ბოლოს ჩვენ გაგიზიარებთ საინტერესო კულინარულ ნიუანსს.


ინგრედიენტები
  • ღორის ხორცის ნაჭერი 800გრ
  • ნიორი 3 კბილი
  • თაფლი 3 ს/კ
  • დიჟონური მდოგვი 2 ს/კ
  • ზეითუნის ზეთი 3 ს/კ
  • ბეგქონდარა 2 ც
  • ლიმონი 1ც.
  • წყალი 1 ლ.
  • შაქარი 45გრ.
  • მარილი 45გრ.


მომზადების წესი
  1. ვამზადებთ მარილწყალს 1 ლ. წყალში გახსენით მარილი და შაქარი
  2. ღორის ხორცის ამონაჭერი გარეცხეთ, მოაცალეთ ძარღვები და ზედმეტი ქონი, ჩადეთ მარილწყალში და შედგით მაცივარში 45 წუთით
  3. გადააქციეთ მარილწყალი, გაამშრალეთ ხორცი ქაღალდის პირსახოცით და გადაიტანეთ საცხობ ტაფაზე, (სასურველია მაღალი გვერდებიანი იყოს.)
  4. ვამზადებთ სოუსს: დაჭყლიტეთ ნიორი და გამოწურეთ ლიმონის წვენი
  5. აურიეთ: ნიორი, ლიომონის წვენი, თაფლი, ბეგქონდარა, კარაქი და მდოგვი, გადაასხით სოუსი ხორცს და შედგით აერღუმელში შესაბრაწად 30 წუთით 190 გრადუსზე, ყოველ ექვს წუთში ხორცს გადაავლეთ სოუსი, რომ არ გამოშრეს.

ვიღაცას შეიძლება თაფლისა და ღორის ხორცის შერწყმა საკვირველად მოეჩვენოს, მაგრამ აბა გაიხსენეთ თაფლიანი ფრთები და ნეკნები გრილზე, , მით უმეტეს ტკბილისა და მწარეს შეთავსება ითვლება მომგებიანად, ამიტომ არავითარ შემთხვევაში კერძი არ გაფუჭდება, თუ დაუმატებთ წიწაკას, გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს მიირთვით გემრიელად!