წიწაკა და ნიორმა ბუდობრივი თმის ცვენა შემიჩერა და უფრო მეტიც, ახლა ადრინდელზე უფრო ხშირი და ჯანმრთელი თმა მაქვს
შტატების შემცირებაში მოვყევი, რის გამოც ძალიან ვინერვიულე. ნერვიულობით საქმეს ვერ უშველიო, მეუბნებოდა მეუღლე, მაგრამ თავს ვერ ვერეოდი. გაჭირვებულს ქვა აღმართში დაწიაო, ხომ გაგიგონიათ - ერთ დღეს გავიღვიძე, თმის ვარცხნა დავიწყე და კინაღამ გავგიჟდი, თავზე ორი პატარა გამელოტებული ადგილი რომ შევამჩნიე. ექიმმა მითხრა, ნერვიულობამ თმის ბუდობრივი ცვენა გამოიწვიაო, რაღაც დამინიშნა და მალე გაგივლისო, დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ თავზე ახალი გამელოტებული ბუდეები გამიჩნდა. აფთიაქში წამლის საყიდლად შესულმა ჩემი გასაჭირი აფთიაქარს შევსჩივლე. მან წამლის დამზადება მასწავლა და მითხრა, უებარი საშუალებაა, ვისაც კი მივეცი რეცეპტი, ყველას მოუხდაო. მართლაც, მიშველა და ძალიან მინდა, თვენც გასწავლოთ.
თმის ცვენის მკურნალობა:
წვრილად დაჭერით ერთი ცალი წითელი წიწაკა, დაასხით 100 გრ არაყი და გააჩერეთ გრილ, ბნელ ადგილას თავდახურული მინის ჭურჭლით ერთი კვირა. შემდეგ საღამოობით (სამი დღე ზედიზედ ) შეიზილეთ ნაყენი სუფთა და მშრალ თმაში. თავის შეხვევა არ არის საჭირო. სამი დღის შემდეგ თავი დაიბანეთ, გაიმშრალეთ და სამი დღე ზედიზედ კვლავ შევიზილოთ ეს ნაყენი. შემდეგ ისევ დაიბანეთ თავი, გაიშრეთ და ერთი კვირის განმავლობაში ყოველ საღამოს შეიზილეთ ნიორი. არ შეგეშინდეთ, კანს არ დაგიწვავთ. მე ვიღებდი ნივრის კბილს, ვჭრიდი შუაზე და გადანაჭერი მხრით ვიზელდი თავის კანს.
შედეგი: ორი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ გამელოტებულმა ბუდეებმა შევსება დაიწყო, მაგრამ მკურნალობა კიდევ 3 თვე გავაგრძელე. ყველა გამელოტებული ბუდე შეივსო, აღარც თმის ცვენა მაწუხებს და მგონი, ადრინდელზე ხშირი თმაც მაქვს.