სტაფილოს ზეთი ჭრილობებსა და წყლულებს დაჩირქებისა და ყოველგვარი გართულების გარეშე ახორცებს
ათი წელია, შაქრიანი დიაბეტი მაქვს. თავად დაავადებას ასე თუ ისე მივეჩვიე, მის ზოგიერთ გამოვლინებასთან შეგუება კი დღემდე მიჭირს. უპირველეს ყოვლისა, შეუხორცებელ ჭრილობებსა და წყლულებს ვგულისხმობ. ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა სოფლად მცხოვრები ადამიანისთვის, რომელიც მთელ დღეს მინდორსა და ბაღ - ბოსტანში ატარებს. თავადაც იცით, მიწაზე მუშაობისას რა ადვილად შეიძლება გაიჭრა ხელი ან ფეხი. ჩემს მეზობლებს ასეთი ჭრილობები ორიოდე დღეში უხორცდებათ, მე კი კვირაობით მაწვალებს, ზოგჯერ თვეც კი არ მყოფნის, ხოლო თუ ჭრილობა დამიჩიქრდა, საერთოდ ვწყდები სამუშაოს.
მეზობელმა წამალი მასწავლა. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია-რატომღაც არ ვენდე, მაგრამ ხელი ისევ რომ გავიკაწრე და ნაკაწრი ისევ გამირთულდა, გამახსენდა მისი რეცეპტი, მოვძებნე და რაკი დასაკარგი არაფერი მქონდა, გადავწყვიტე, გამომეცადა. მით უმეტეს, მისი ერთადერთი ინგრედიენტი, სტაფილო, ბოსტანში თავზე საყრელად მქონდა.
წამალი რომელიც მეზობელმა მასწავლა, სტაფილოს ზეთია. ის ასე უნდა მოამზადოთ:
გახეხეთ სტაფილო, 1 ჭიქა მოათავსეთ ქვაბში, დაასხით იმდენი ზეთი, რომ დაიფაროს და მჭიდროდ დაახურეთ თავსახური. ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში და დატოვეთ 15 წუთს. არ აადუღოთ! გადმოდგით და გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, შემდეგ კი ორფა დოლბანდში გადაწურეთ და ზეთიც მზად არის. ის უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ ადგილებზე და დალიოთ კიდეც 1 ჩაის კოვზი დღეში 4 - ჯერ, ოღონდ ჩაყლაპვამდე პირის ღრუში 3 -4 წუთს უნდა გაიჩეროთ.
სტაფილოს ზეთი მაცივარში კარგად ინახება. ის ჭრილობებსა და წყლულებს დაჩირქებისა და ყოველგვარი გართულების გარეშე ახორცებს, ისე ადვილად და სწრაფად, რომ თავადაც გაკვირვებული დარჩებით.