2 შესანიშნავი რეცეპტი, რომელიც არაჩვეულებრივად წმენდს თირკმელებს კენჭებისგან
ხშირად მქონდა წელის არეში აუტანელი ტკივილის შეტევები, რომლებსაც სასწრაფო დახმარების გარეშე ვერ ვიხსნიდი. სასწრაფო დახმარების ექიმმა - კენჭები გექნება თირკმლებში, ექოსკოპია ჩაიტარეო. მართლაც, მცირე ზომის კენჭები აღმომაჩნდა. დამინიშნეს უამრავი წამალი - სითხეები, ტაბლეტები, ნემსები... ცოტა არ იყოს, შევწუხდი და ალბათ სახეზეც შემეტყო. ექიმმა შეამჩნია და მირჩია, მატიტელას ნახარში მეცადა. მისი მომზადებაც მასწავლა. 3 კვირა ვსვი ეს ნახარში. ტკივილები ისევ მქონდა, მაგრამ ყრუ ხასიათი მიიღო. შემდეგ ხელახლა გავიკეთე ექოსკოპია. კენჭები გამქრალიყო, მხოლოდ ქვიშა იყო დარჩენილი. პერიოდულად პროფილაქტიკისთვის ახლაც ვსვამ მატიტელას ნახარშს, რომელსაც ასე ვამზადებ:
- 2 სუფრის კოვზ ბალახს (აფთიაქში ვყიდულობ ) ვასხამ 1 ჭიქა მდუღარე წყალს, 1 საათის ვაჩერებ თავდახურულ ჭურჭელში, შემდეგ ვწურავ და ვიღებ 1/3 ჭიქას დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.
თირკმლებს ეს რეცეპტიც არანაკლებ უხდება: - აიღეთ 1 კგ ოხრახუში ფესვებიანად, კარგად გარეცხეთ, გააშრეთ, დაანაწევრეთ და დაასხით 3 ლიტრი წყალი. დააყარეთ 0,5 კგ შაქარი, წამოადუღეთ, დატოვეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 30 წუთი. გადმოდგით, შეფუთეთ თბილ ქსოვილში და 24 საათით დააყენეთ. მეორე დღეს გახსენით და გაწურეთ.
გაწურული ნაყენი გაყავით 3 ნაწილად. დღეში თითო წილი უნდა დალიოთ, მაგრამ არაფერი ჭამოთ. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, არც სხვა სითხე მიიღოთ. მესამე დღეს შეისვენეთ, მსუბუქად იკვებეთ. მეოთხე დღეს ისევ მხოლოდ ნახარში სვით.
მეხუთე დღეს დაისვენეთ. მეექვსე დღეს დარჩენილი ნაწილიც დალიეთ. სითხის სმის პროცესში შესაძლოა თავადაც შეამჩნიოთ, როგორ მოჰყვება შარდს ქვიშისათვის დაშლილი ქვები. მკურნალობის შემდეგ 2 კვირა უნდა შეისვენოთ, მერე კი კურსის გამეორება შეიძლება.