ამ ეფექტური საშუალებების წყალობით ფეხები აღარ მიშუპდება, აღარ მეღლება და აღარც ვენები მაქვს დაბერილი
ასაკში რომ შევედი, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება გამიჩნდა. ძალიან ადვილად მეღლებოდა და მიშუპდებოდა. თანდათანობით ვენებიც გამომებერა. ერთხანს მხოლოდ ზაფხულობით მახსენებდა თავს, მერე კი უფრო და უფრო ხშირად. დამისვეს ვენების ვარიკოზული გაგანიერების დიაგნოზი. ექიმმა მირჩია ფეხების შებანდვა და ბევრი სიარული ოდნავ ქუსლიან ფეხსაცმელზე, რაღაც წამლებიც დამინიშნა. მე ამას არ დავჯერდი და დავიწყე ისეთი მცენარეების ძებნა, ჩემს გამობერილ ვენებს რომ უშველიდა. რამდენიმე ეფექტურ საშუალებასაც მივაგენი. უკვე რამდენიმე წელია ვხმარობ. მათი წყალობით ფეხები აღარ მიშუპდება, აღარ მეღლება და აღარც ვენები მაქვს ისე საშინლად დაბერილი.
- დააქუცმაცეთ და აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი: კოთხუჯის ფესვი, კულმუხოს ფესვი, ძიძო, ძახველის ნაყოფი ან ქერქი, მრავალძარღვა, შვიტა, ან: არყის ხის ფოთოლი, ძიძო, სამყურას ყვავილი, ჟოლოს ფოთოლი, ბაბუაწვერას ფესვი, ფურისულას ფესვი, ლობიოს პარკი; ან: მოცვის ფოთოლი, გულყვითელას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, მრავალძარღვა, შვიტა.
- 2 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ 10 წუთი თავდახურულ ჭურჭლით ძალიან ნელ ცეცხლზე, შემდეგ თერმოსში, გააჩერეთ 6 საათი და მიიღეთ დღის განმავლობაში 100 - 150 მლ ნაყენი ჭამის წინ.
პირველ წელს ნაყენი რეგულარულა, ყოველდღე უნდა მიიღოთ, თან ნაკრები 2 - 3 თვეში ერთხელ უნდა ცვალოთ. მომდევნო წლიდან ნაყენი ასევე ყოველდღე სვით, მაგრამ 1,5 - 2 თვეში ერთხელ 10 დღით შეასვენეთ.
გამობერილ ვენებზე დაიდეთ წყლისა და ვაშლის ძმრის ხსნარის (1:1) საფენები. ვაშლის ძმარი უმჯობესია თავად დაამზადოთ. მე ვენებზე წასასმელად სპეციალურ მალამოსაც ვამზადებ. ვიღებ რომელიმე ნაკრებს ამ სამიდან: კრაზანა, ქაფურა, მარმუჭის ფოთოლი, ფურისულასფესვი, აბზინდა, ორკბილა, ძიძო, სამყურას ყვავილი, ოროვანდის ფესვი, ჟოლოს ფოთოლი, ბეგქონდარა; კრაზანა, გულყვითელას ყვავილი, ქაფურას ყვავილი, მარმუჭის ფოთოლი, ვირისტერფა, გვირილა, ვარდკაჭაჭა; - 3 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ნარევს ვასხამ 100 მლ მდუღარე წყალს, 5 წუთის განმავლობაში ვადუღებ ნელ ცეცხლზე და თან განუწყვეტლივ ვურევ, შემდეგ ვამატებ 75 გრ გამდნარ ღორის მუცლის ქონს და ამდენსავე მცენარეულ ზეთს. ვინახავ მაცივარში.
მალამო სქლად უნდა დაიდოთ ვენებზე, დაიფაროთ ორფა დოლბანდი, ზემოდან - ცელოფანი და შეიხვიოთ. ნახევარი დღეში 3 - ჯერ უნდა გამოიცვალოთ.