აი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვენების გაგანიერებას!

აი, როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვენების გაგანიერებას!
ფეხის ვენების გაგანიერებას რამდენიმე წელია, თხილის ფოთლით ვმკურნალობ. გამოსადეგია მხოლოდ რბილი, ნორჩი, მწვანე ფოთლები, მასში უხვადაა სასარგებლო ნივტიერებები. ასეთი ფოთლები გააშრეთ ჩრდილში. მისი ჩაი ძალიან მარტივად მზადდება:
ინგრედიოენტები:
  • 1 ს/კ დანამცეცებული თხილის ფოთოლი
  • 1 ჩ/ ჭ მუღარე წყალი

მომზადების და გამოყენების წესი:

1ს/კ დანამცეცებული ფოთილი ჩაყარეთ ფაიფურის ჩაიდანში, დაასხით 1 ჩ/ ჭ მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და დადგით 15- 20 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჭიქა ნაყენი ოთხჯერ დღეში. გადანაწური ფოთლები ფოთლები შეგიძლიათ დაიდოთ მტკივნეულ ვენებზე.

ეს რეცეპტი დეიდამ მასწავლა. ასეთი ჩაით ის კაპილარებს " ისუფთავებდა ". მისგან ვიცი, რომ ეს წამალი ძალიან უხდება სისხლძარღვებს, იცავს მათ ქოლესტერინისაგან და ყველანაირი ნალექისგან. ამ რეცეპტს უკვე რამდენი წელია ვხმარობ, უკვე გაგანიერებული ვენების საბოლოოდ განკურნება ალბათ შეუძლებელია, მაგრამ მდგომარეობის გაუარესება ნამდვილად აღარ მიგრძვნია. ტკივილმა მიკლო, ფეხები იშვიათად მიშუპდება.

ექიმის კომენტარი:

თხილის ფოთლები მდიდარია ბიოაქტიური ნივთიერებებით, რომლებსაც მართლაც აქვს ანტისკლეროზული, ანგიოპროტექტორული, ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული, ნივთიერებათა ცვლის მომწესრიგებელი თვისებები. თუმცა მსგავსი მცენარეული საშუალებების გამუდმებით, შეუსვენებლივ გამოყენებას არ გირჩევთ - უმჯობესია 1,5-2 თვიანი კურსის შემდეგ 1თვე მაინც დაისვენოთ.
სტატიის წყარო:თამარ მამაცაშვილის წიგნი კარაბადინი