როგორ დავიცვათ ფეხსაცმელი მარილისგან: მარტივი რეცეპტები ზამშის, ტყავისა და ნუბუკას წაღებისათვის.
მარილი ჭამს ნებისმიერ ნატურალურ მასალას. გაშრობისას თოვლის წუნწუხი ფეხსაცმელზე ტოვებს არაესთეტიკურ მარილოვან სახეებს, რომელთა მოცილება არც ისე მარტივია (განსაკუთრებით ზამშისთვის). მოდით ვნახოთ, თუ როგორ შეიძლება ფეხსაცმლიდან მარილის მოშორება იმისათვის, რომ წაღებმა დიდხანს მოგვემსახურონ.
როგორ გავასუფთავოთ ფეხსაცმელი მარილისგან:
ახლა, როცა თქვენმა ფეხსაცმელმა შეიძინა ჩინებული იერი და მარილოვანი სახეები გაქრნენ, დაამუშავეთ წაღი სპეციალური გასაჟღენთი საღებავით. იგი დაგეხმარებათ ფერის აღდგენაში და დამცავი წყალმომცილებელი ფენის წარმოქმნაში.
სწორი ტყავისთვის აირჩიეთ ნატურალური ფუტკრის სანთელზე დამზადებული საშუალება, და არა სილიკონზე დამზადებული (სილიკონი არანაკლებ აზიანებს წაღს, ვიდრე მარილი).
როგორ გავასუფთავოთ ფეხსაცმელი მარილისგან:
- ქუჩიდან მოსვლის შემდეგ მაშინვე გარეცხეთ ტყავის ფეხსაცმელი თბილი, მაგრამ არა ცხელი წყლით. შემდეგ გაახვიეთ დასვრილი ადგილები ქაღალდის პირსახოცით ან ტუალეტის ქაღალდით და დატოვეთ წაღები გასაშრობად. გამომავალ მარილს შეიწოვს ქაღალდი. გამშრალ წაღებს საბავშვო კრემი წაუსვით.
- ტყავის ფეხსაცმლიდან მარილის სახეების მოშორებაში დაგვეხმარება 9%-იანი ძმრის ხსნარი. შეურიე ძმარს წყალი პროპორციით 3 : 1 და მოწმინდე დაბინძურებული ადგილები ამ საშუალებით.
- აბუსალათის ზეთი - მარილოვან ლაქებთან ბრძოლის პოპულარული ხალხური საშუალებაა. გაწმენდილი და გამშრალი ფეხსაცმელი დაამუშავეთ ამ ზეთით რბილი ნაჭრის მეშვეობით. თუ თეთრი ლაქები არ გაქრებიან, გაიმეორე პროცედურა. შემდეგ მშრალი ჯაგრისით "გაჩეჩვეთ" ზამში.
- ზამშის ფეხსაცმელი ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ მათი მოვლა უფრო რთულია. მის გასაწმენდად ქვაბში აადუღეთ წყალი და ამომავალ ორთქლზე გააჩერეთ წაღი.
- ზამშისა და ნუბუკას გამწმენდი საშუალება: 1 სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი აურიეთ 1 ჭიქა თბილ წყალთან. ამ ხსნარით გაჯერებული ღრუბელით ყურადღებით მოწმინდე დაბინძურებული ადგილები. როდესაც ზედაპირი გაშრება, ფეხსაცმელი დაამუშავე ზამშისთვის განკუთვნილი სპეციალური რეზინის ჯაგრისით.
ახლა, როცა თქვენმა ფეხსაცმელმა შეიძინა ჩინებული იერი და მარილოვანი სახეები გაქრნენ, დაამუშავეთ წაღი სპეციალური გასაჟღენთი საღებავით. იგი დაგეხმარებათ ფერის აღდგენაში და დამცავი წყალმომცილებელი ფენის წარმოქმნაში.
სწორი ტყავისთვის აირჩიეთ ნატურალური ფუტკრის სანთელზე დამზადებული საშუალება, და არა სილიკონზე დამზადებული (სილიკონი არანაკლებ აზიანებს წაღს, ვიდრე მარილი).
გაუზიარეთ ეს ინფორმაცია მეგობრებს. იქნებ ისინი სწორედ მას დაეძებენ!